|
2019-11-03 13:43:45, 1234 ნახვა
საზოგადოება
მეუფე გრიგოლი - ყველანი ვართ დამწუხრებულები, ვნერვიულობთ, რათა მოხდა ის, რაც მოხდა
ყველანი ვართ დამწუხრებულები, ვნერვიულობთ, რათა მოხდა ის, რაც მოხდა, – ამის შესახებ ჭყონდიდის ეპარქიის დროებითმა მმართველმა, მეუფე გრიგოლმა მარტვილის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში საკვირაო წირვის შემდეგ ქადაგებისას განაცხადა. „ ყველანი ვართ დამწუხრებულები, ვნერვიულობთ, რათა მოხდა ის, რაც მოხდა. ეს დღეები, წმინდა სინოდის მერე და სულ ვეკითხები ჩემს თავს, რატომ მოხდა ეს. რატომ აღმოვჩნდი მე ამ ტაძარში, როგორც მწირველი მღვდელმთავარი და დღევანდელი სახარება ძალიან კარგად გვიხსნის, თუ რატომ. დღეს ჩვენ წავიკითხეთ იგავი მდიდარისა და გლახაკისა, სადაც წერია, რომ იყო მდიდარი, რომელიც კარგად ჭამდა და სვამდა, ცხოვრობდა ფუფუნებით და მასთან ახლოს იყო გლახაკი, არც სახლი ჰქონდა, არც კარი, არც საჭმელ-სასმელი. ჭამდა იმას, რაც ტაბლიდან, ტრაპეზიდან იქნებოდა მასთან- ნამცეცებს და გარდაიცვალა მდიდარი, გარდაიცვალა გლახაკი. უფალი გვეუბნება, არსებობს მდიდარი და არსებობს ღარიბი, მეორედ მოსვლამდე სამოთხიდან ჩანს ჯოჯოხეთი და ჯოჯოხეთიდან ჩანს სამოთხე. აღმოჩნდა მდიდარი ჯოჯოხეთში და წიაღსა შინა აბრაამისა არის ეს გლახაკი ლაზარე. წმინდა სინდის სხდომის შემდეგ მე ეგრევე წამოვედი და ეს სამი დღეა აქ ვარ. ვეცნობით ეპარქიას, სიტუაციას და ვცდილობ, რომ აქ სიტუაცია არ დაზიანდეს. “,- განაცხადა მეუფე გრგოლმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)