06:03 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-01 11:07:30, 814 ნახვა

საზოგადოება
GFRA-ის ორგანიზებით ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა

ტაილანდის სამეფოში, ქალაქ ბანგკოკში, თურქულის დაავადების გლობალური კვლევითი ალიანსის (GFRA) ორგანიზებით,  ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა.

კონფერენციაში, რომელსაც 25 ქვეყნის 150-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა, მონაწილეობა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის წარმომადგენლებმა მიიღეს.

კონფერენციაზე ვეტერინარიის სფეროს უახლესი სამეცნიერო ნაშრომები განიხილეს. მონაწილეებმა თურქულის დაავადების გამომწვევისა და მის საწინააღმდეგოდ ჩატარებულ ღონისძიებებზე იმსჯელეს და გამოცდილება გააზიარეს.  თურქული ცხოველთა  ინფექციური დაავადებაა, რომელიც სწრაფად ვრცელდება  და  დიდი ეკონომიკური ზიანის გამოწვევა შეუძლია.

კონფერენციის ფარგლებში, აშშ-ის ბიოლოგიური საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) მხარდაჭერით, საქართველომ წარმოადგინა კვლევითი სტატიები ქვეყანაში თურქულის დაავადების არასტრუქტურული ცილების ცირკულაციის დონის და, ასევე,  მოზარდ ვაქცინირებულ  ცხოველებში, ვაქცინაციის შემდგომი ანტისხეულების დონის განსაზღვრაზე.

„მსგავსი სახის ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება საქართველოს დაეხმარება თურქულის დაავადებასთან ბრძოლის თანამედროვე მეთოდების შესახებ გამოცდილების მიღებაში, სტაბილური კეთილსაიმედო ეპიზოოტიური სიტუაციის შენარჩუნებაში და საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობების განვითარებაში“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics