|
2019-11-01 10:45:08, 1003 ნახვა
რეგიონი
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მიერ თამბაქოს კანონის აღსრულების მონიტორინგი განხორციელდა
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მიერ თამბაქოს კანონის აღსრულების მონიტორინგი განხორციელდა. მონიტორინგის პროცესში აჭარის ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, ნინო ნიჟარაძე ჩართო და ბათუმის რამდენიმე კაფე-რესტორანი მოინახულეს. თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონის საკომუნიკაციო პროგრამის ფარგლებში შედგა შეხვედრა სამასპინძლო დაწესებულებების მენეჯერებთან, რომელსაც სინფორმაციო ხასიათი ჰქონდა. ისაუბრეს თუ რამდენად სრულფასოვნად სრულდება თამბაქოს კონტროლის კანონი, არის თუ არა თვალსაჩინო ადგილზე გამოკრული თამბაქოს ამკრძალავი ნიშნები, გაესაუბრნენ მომსახურე პერსონალს და სტუმრებს თუ როგორია ზამთრის სეზონზე გადასვლის შემდეგ თამბაქოს კონტროლის კანონის აღსრულების შედეგები, ამ პროცესს რაიმე სირთულეები მოჰყვა თუ არა, ან როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესები ზამთრის პერიოდში. აღნიშნული ჯგუფის განცხადებით, მათთვის მნიშვნელოვანია თამბაქოს კონტროლის კანონის აღსრულების მიზნით საინფორმაციო-სარეკომენდაციო სახის ვიზიტები საზოგადოებრივი თავშეყრის სხვადასხვა დაწესებულებაში, ამიტომაც ზამთრის პერიოდში, მონიტორინგის პროცესი გაძლიერდება როგორც სამასპინძლო ბიზნესის კუთვნილ შენობებში, ასევე ყველა დახურულ სივრცეში, სადაც კანონით მოწევა დაუშვებელია. მონიტორინგის სამსახურის მონაცემების მიხედვით, ზაფხულის სეზონზე კაფე-ბარებსა და რესტორნებში თამბაქოს კონტროლის კანონი ფაქტობრივად 100 % - ით სრულდებოდა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)