|
2019-10-31 18:38:30, 1643 ნახვა
საზოგადოება
მეუფე პეტრე - ვფიქრობ, ჩემს მიმართ ასეთი გადაწყვეტილება მეუფე იაკობის ამბების გადასაფარად მიიღეს
ვფიქრობ, ჩემს მიმართ ასეთი გადაწყვეტილება მეუფე იაკობის ამბების გადასაფარად მიიღეს. - ამის შესახებ მეუფე პეტრემ განაცხადა. მისი თქმით, სანამ სინოდი მის განკვეთასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას არ მიიღებს, ისევ ხარისხში ითვლება და მას მხოლოდ მსახურება აეკრძალა. როგორც მეუფე პეტრემ აღნიშნა, მისი თანამდებობიდან გადაყანება სინოდის სხდომამდე იყო ჩაფიქრებული. „ჩემი სასჯელი საღვმდელმთავრო მსახურების აკრძალვა და მონასტერში განწესებაა. მანამ, სანამ მომავალი სინოდი არ შეიკრიბება და არ მიიღებს გადაწყვეტილებას ჩემს ზოგადად, განკვეთასთან დაკავშირებით ვითვლები ხარისხში, მხოლოდ აკრძალული მაქვს მსახურება. თუ საპატრიარქო და წმინდა სინოდი რაიმე ახალ კანონს არ შექმნის განჩინებასთან დაკავშირებით ჯერჯერობით ასეა. მე ისევ მეუფე პეტრე ვარ მანამ სანამ ერისკაცამდე არ მიიღებენ გადაწყვეტილებას. ჩემი ბერობის პერიოდში თავისთავად სულ მონასტერში ვცხოვრობდი და არასდროს მიცხოვრია განცხრომაში, თუმცა რეზიდენცია ჰქვია იმ საცხოვრებელს სადაც ვიმყოფები. ახლა მივდივარ ეპარქიაში და დაველოდები მღვდელმთავარს, რომელსაც დროებით ჩააბარეს ჭყონდიდის კათედრა. ჯერ სინოდმა უნდა განაჩინოს რის საფუძველზე დამადო ეს სასჯელი, რადგან ეს გადაწყვეტილება მან ერთპიროვნულად მიიღო. ჩემი სატელევიზიო ჩართვებით და საჯაროობით თითქოს პატრიარქს ვაყენებდი შეურაცხყოფას. ვთვლი, რომ ჩემი ხმის ამაღლება ეკლესიაში არსებული პრობლემების მიმართ კრიტიკულია. ვფიქრობ ჩემი გათავისუფლება თავიდანვე ჩაფიქრებული იყო და ასევე ის პიროვნება ვინც ჩემ ნაცვლად იქნება. ვფიქრობ, ჩემს მიმართ ასეთი გადაწყვეტილება მეუფე იაკობის ამბების გადასაფარად მიიღეს. მე მთხოვდნენ პატრიარქისთვის ბოდიშის მოხდას, რადგან მას შეურაცხყოფას ვაყენებდი. მე ვუთხარი, რომ გულში და გონებაში თქვენდამი შეურაცხყოფა არასოდეს მომიყენებია და თუ თქვენ ეს შეურაცხყოფად ჩათვალეთ ვიხდი ბოდიშს. რაც შეეხება დეკანოზ გიორგი მამალაძეს, მე არ ვამბობ, რომ ის უდანაშაულოა, მაგრამ მას უნდა მივცეთ საეკლესიო სასჯელი და არ უნდა ჩავაგდოთ ხელისუფლების ხელში“, - განაცხადა მეუფე პეტრემ.
მოამზადა გიორგი ჩაფიძემ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)