04:21 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-31 12:49:58, 1829 ნახვა

პოლიტიკა
მამუკა ხაზარაძე: „გვეშველება რამე?“ სიტყვა უნდა ამოვიღოთ ლექსიკონიდან - გვეშველება, თუ ვიდგებით ერთად

„ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი გამოწვევა ნიჰილიზმის დაძლევაა, იმ მდგომარეობის დაძლევა, სადაც ადამიანები ამბობენ, გვეშველება რამე? ეს სიტყვა უნდა ამოვიღოთ ლექსიკონიდან. ჩვენ გვეშველება, თუ ვიდგებით ერთად და ამ უსამართლობას დავძლევთ ერთიანად“ - ამის შესახებ „თიბისი ბანკისა“ და „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ პარტიის „ღია ოფისის“ გახსნაზე ჟურნალისტებს განუცხადა.

მამუკა ხაზარაძის თქმით, „ლელო“ ჩავა ყველა სოფელში და შეხვდება მოსახლეობას. ამიერიდან „ღია ოფისები“ ქვეყნის რეგიონებსა და დიდ ქალაქებში გაიხსნება.

„ეს არის ადგილი, სადაც რიგითი მოქალაქეები გაწევრიანდებიან ჩვენს პარტიაში და თქვენთან ერთად დავგეგმავთ იმ გამოსავლის გზებს, რომელიც ქვეყანას სჭრიდება. ჩვენ ვართ იმისთვის, რომ საქართველოს დანაწევრება დამთავრდეს. რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს კონკრეტული პროგრამა, რომელსაც 12 დეკემბერს, პარტიის დაფუძნების დროს გაგაცნობთ. დღეიდან ჩვენ გავხსენით ეს კარი, რასაც ჰქვია ურთიერთობა, ერთად ყოფნა, გაზიარება, ახალი და გამარჯვებული საქართველოს შექმნა“, - განაცხადა ხაზარაძემ.


 

 

მოამზადა ლანა მრავლაძემ





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics