06:04 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-31 12:10:46, 1124 ნახვა

საზოგადოება
მეუფე ანტონი: არც იმის საფუძველი მაქვს, რომ ვენდო მეუფე იაკობს და არც იმის, რომ არ ვენდო

„არც იმის საფუძველი მაქვს, რომ ვენდო მეუფე იაკობის განცხადებას და არც იმის, რომ არ ვენდო. მტკიცებულებები მჭირდება“ - ამის შესახებ ვანისა და ბაღდადის მიტროპოლიტმა მეუფე ანტონმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მეუფე ანტონის თქმით, სინოდი სწორედ ამ საკითხში გასარკვევად იკრიბება.

„სწორედ ამის გამო ვართ მოსული, რომ სიტუაციაში გავერკვეთ.. მე განვაცხადე, რომ არც იმის საფუძველი მაქვს, რომ ვენდო და არც იმის, რომ არ ვენდო. მტკიცებულებები მჭირდება. „განკვეთა“ და ასეთი სიტყვები ამოიღეთ, ასეთი არ არსებობს. ჩემი პოზიცია როგორი იქნება, ეს შეჯერებული იქნება საპატრიარქოსთან“, - აღნიშნა მეუფე ანტონმა.

გარდა ამისა, მეუფემ დეკანოზ გიორგი მამალაძის წერილზე და უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიაზე გააკეთა კომენტარი.

„წერილი არ გვინახავს, წავიკითხავთ და ვიმსჯელებთ. ვიმსჯელებთ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიასთან დაკავშირებითაც. გაუმარჯოს უკრაინას და უკრაინელ ხალხს“, - განაცხადა მეუფე ანტონმა.

 

მოამზადა ლანა მრავლაძემ





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics