|
2019-10-30 15:40:25, 2509 ნახვა
რეგიონი
აჭარის 4 მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 13 ოჯახს საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში გადაეცა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომაზე 2020 წლის აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტი განიხილეს. თორნიკე რიჟვაძე შეეხო ყველაზე მსხვილ სოციალურ პრობლემებს რეგიონში, როგორიცაა მაგალითად „ოცნების ქალაქი" და აღნიშნა, რომ ამ საკითხის გადასაჭრელად მომავალი წლის ბიუჯეტში 16 მილიონ ლარამდეა გათვალისწინებული. სხდომის დასრულებისას, მთავრობის თავმჯდომარემ განცხადება გააკეთა აჭარის 4 მუნიციპალიტეტში მცხოვრები 13 ოჯახის შესახებ, რომლებსაც საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში გადაეცა. „მინდა დღევანდელი სხდომა ერთი კარგი ამბით დავასრულო. 13 ოჯახს ქობულეთში, ბათუმში, ქედასა და ხელვაჩაურში საკუთრებაში გადავცემთ საცხოვრებლებს და ისინი უკვე დღეიდან პირად საკუთრებაში არსებულ სახლებში გააგრძელებენ ცხოვრებას " - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ. სხდომაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2019 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის 3 კვარტლის შესრულება განიხილეს. სხდომას აჭარის მინისტრთა კაბინეტის წევრები, მუნიციპალიტეტის მერები და მთავრობის წევრები ესწრებოდნენ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)