|
2019-10-30 14:18:24, 1545 ნახვა
პოლიტიკა
ზალკალიანი - დრო მოვიდა, ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების საბოლოო აღსრულებისკენ კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას
„მიგვაჩნია, რომ ნატოში გაწევრიანების გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი ჯეროვნად უნდა აისახოს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში და დრო მოვიდა, გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების საბოლოო აღსრულებისკენ“, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმის" გახსნით ცერემონიის ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, სწორედ აღნიშნული ფორუმით სრულდება 2019 წელს "ნატო-ს დღეები" საქართველოში, რომლის ფარგლებშიც საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ საზოგადეობის ინფორმირების მიზნით არაერთი ღონისძიება ჩატარდა. მისივე თქმით, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს, რასაც მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა. „ალიანსის მხრიდან ოფიციალურად გაცხადებული და არაერთგზის დადასტურებულია, რომ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების თანახმად, საქართველო გახდება ნატოს წევრი და ქვეყანას გააჩნია ყველა პრაქტიკული მექანიზმი ალიანსში წევრობისთვის."- განაცხადა მინისტრმა. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკანასკნელი ათწლეულის მანძილზე ნატო-საქართველოს ურთიერთობები განსაკუთრებული დინამიურობით გამოირჩევა და შინაარსობრივად უაღრესად დატვირთულია. ამ კუთხით აღინიშნა 2019 წლის მნიშვნელობა: „2019 წელი ამ კუთხით ნამდვილად გამორჩეულია - ნატოს გენერალური მდივნის, სამხედრო კომიტეტისა და ჩრდილოატლანტიკური საბჭოს საქართველოში ვიზიტები, ისევე როგორც ნატო-საქართველოს 2019 წლის სწავლება იმის ნათელი დადასტურებაა, რომ მოკავშირეები მხარს უჭერენ საქართველოს ნატოში გაწევრიანების პროცესს და ჩვენს ქვეყანას ალიანსის დღის წესრიგში გამორჩეული ადგილი უკავია“,- განაცხადა დავით ზალკალიანმა. საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია ნატოს ურყევი პოზიცია, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში , ისევე როგორც ნატოს მიერ კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესის მხარდაჭერა. ზალკალიანის განცხადებით, ალიანსის წევრი ქვეყნები მტკიცედ დგანან საქართველოს ინტერესების გვერდით საერთაშორისო ფორმატებში. მინისტრის განცხადებით, მრავალი წელია ქართველი სამხედრო მოსამსახურეები ნატო-ს, ევროკავშირისა და სხვა საერთაშორისო ოპერაციებსა და მისიებში მონაწილეობენ. მისი თქმით, ალიანსის მხრიდან სათანადოდ არის აღიარებული ის პროგრესი, რომელსაც საქართველომ ნატოში ინტეგრაციის გზაზე მიაღწია. „საქართველოს ბოლო 20 წლის მანძილზე საკუთარი მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საერთო ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში, რითაც ჩვენმა ქვეყანამ დაამტკიცა, რომ ის ალიანსის სანდო და ერთგული პარტნიორია. ალიანსის მხრიდან სათანადოდ არის აღიარებული ის პროგრესი, რომელსაც საქართველომ მიაღწია. ალიანსი საქართველოს უყურებს როგორც სამაგალითო ქვეყანას, სადაც იმავე სახის დემოკრატიული ფასეულობებია, რაც ნატოს გააჩნია. ავღანეთში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში საქართველო ერთ-ერთი უმსხვილესი კონტრიბუტორია." მინისტრმა მადლობა გადაუხადა ნატოს სახალხო დიპლომატიის განყოფილებას, ნატოს სამეკავშირეო ოფისს საქართველოში, პოლონეთის საელჩოსა და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრს ფორუმის ორგანიზებისა და მხარდაჭერისთვის. მისივე თქმით, ფორუმი მოსახლეობის უკეთ ინფორმირების გზებზე მსჯელობას ემსახურება. „ის წარმოადგენს შესანიშნავ პლატფორმას საერთაშორისო უსაფრთხოების გამოწვევებსა და გააქტიურებული ჰიბრიდული საფრთხეების პირობებში, სახალხო დიპლომატიისა და სტრატეგიული კომუნიკაციის როლზე სასაუბროდ."-განაცხადა ზალკალიანმა. ღონისძიებას ესწრებოდნენ დიპლომატიური კორპუსის, სამთავრობო სტრუქტურების, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, კვლევითი და ანალიტიკური ინსტიტუტების წარმომადგენლები, ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნებიდან მოწვეული ექსპერტები.
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)