|
2019-10-30 12:04:31, 941 ნახვა
საზოგადოება
ნათია თურნავა მეტალურგებს პროფესიულ დღეს ულოცავს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა მეტალურგებს პროფესიულ დღეს ულოცავს. „დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროფესიის წარმომადგენლების - მეტალურგების პროფესიული დღეა. როგორც ეკონომიკის მინისტრი, ხშირად ვსტუმრობ მეტალურგიულ ქარხნებს და კარგად ვიცი, რამდენად შრომატევადია ასეთ საწარმოებში დასაქმებულთა საქმიანობა, რამდენად მძიმე შრომის ფასად ქმნით თქვენ მაღალი ხარისხის მეტალურგიულ პროდუქციას, რომელიც წარმატებით იყიდება როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე. დღეს როგორც ფერადი, ასევე შავი მეტალურგია ქვეყნის ეკონომიკის ყველაზე სწრაფად მზარდ სექტორებს შორისაა. დარგი ასაქმებს ათასობით ადამიანს და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქვეყნის ექსპორტის განვითარებაში. თუმცა ამ სტატისტიკის მიღმა აუცილებელია გამორჩეულად მოვიხსენიოთ ის მამაცი და შრომისმოყვარე ადამიანები, რომლებიც რთული შრომითი პირობების მიუხედავად, დღე და ღამე შრომობენ, ასრულებენ სარისკო სამუშაოებს და ამით წვლილი შეაქვთ ქვეყნის აღმშენებლობაში. ნება მიბოძეთ, განსაკუთრებული მადლობით მოგმართოთ თქვენ, მეტალურგებს და მთავრობის სახელით, დაგპირდეთ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მეტალურგიულ საწარმოებში გაუმჯობესდეს შრომის უსაფრთხოება და სამუშაო პირობები. კიდევ ერთხელ გილოცავთ, გისურვებთ ჯანმრთელობას, პირად და პროფესიულ წარმატებებს“, - ნათქვამია ნათია თურნავას მილოცვაში.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)