04:43 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-29 12:03:04, 1124 ნახვა

საზოგადოება
თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტს ახალი უფროსი ჰყავს

თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტს ახალი უფროსი  ჰყავს. 

ირაკლი ღარიბაშვილმა ბუბა ლომუაშვილი დაჭრილ-დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს, მათი ოჯახის წევრებსა და დეპარტამენტის თანამშრომლებს წეროვანის სარეაბილიტაციო ცენტრში გააცნო. ახალი ხელმძღვანელისთვის, რომელმაც  ბავშვობაში მიღებული მძიმე ტრავმის შედეგად ზედა კიდურები დაკარგა, მძიმედ დაჭრილი სამხედროების მდგომარეობა და პრობლემები  განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საგულისხმოა. 

ბუბა ლომუაშვილმა განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, შვეიცარიაში, ბაზელის უნივერსიტეტში და სლოვაკეთში მატეა ბელას უნივერსიტეტში მიიღო.  ბუბა ლომუაშვილი საქართველოში სხვადასხვა უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი  და უცხოეთის რამდენიმე უნივერსიტეტის მიწვეული ლექტორია. 

ირაკლი ღარიბაშვილმა დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებსა და დეპარტამენტის ახალ ხელმძღვანელს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.  

ირაკლი ღარიბაშვილმა წეროვანში ახალი, მშენებარე სარეაბილიტაციო ცენტრის სამშენებელო სამუშაოებიც დაათვალიერა. დასავლური სტანდარტების სარეაბილიტაციო ცენტრი, რომელიც  წლის ბოლომდე გაიხსნება, აშშ-ის მხარდაჭერით შენდება და უახლესი ტექნოლოგიებით იქნება აღჭურვილი.  შენობაში  სამკურნალო-სარეაბილიტაციო აუზი, ადაპტირებული სპორტული და სარეაბილიტაციო ინვენტარი, ასევე  მჯდომარე ფრენბურთისა და კალათბურთისთვის მოედანი განთავსდება.

დღესვე,  თავდაცვის მინისტრმა დაჭრილ-დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად სროლებში მიიღო მონაწილეობა. რეაბილიტაციის ფარგლებში გამართული პროფესიული აქტივობა, სპეციალური ოპერაციების ძალების ბაზაზე,  ვაშლიჯვარში გაიმართა. სპეციალური ოპერაციების ძალების წარმომადგენლებმა მძიმედ დაჭრილ სამხედროებს ინსტრუქტაჟი ჩაუტარეს და მათ მიზანში სროლაში ეხმარებოდნენ. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, უწყება დაჭრილი სამხედროების რებილიტაციისთვის მსგავსი სახის აქტივობებს მომავალშიც დაგეგმავს. 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics