10:49 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-29 11:01:23, 2043 ნახვა

ეკონომიკა
ქართული ღვინო ვარშავაში საერთაშორისო გამოფენაზე იყო წარმოდგენილი

პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში საერთაშორისო გამოფენაში ,,Ferment" (Warsaw Wine Experience 2019), ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის მწარმოებელი 22 კომპანია მონაწილეობდა.  

Warsaw Wine Experience პირველად გაიმართა და მასში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 150-მდე მწარმოებელი იყო წარმოდგენილი.  ქართული ღვინო პოლონეთში დიდი მოწონებით სარგებლობს და შესაბამისად, გამოფენაზე მოსული სტუმრების მხრიდან ქართული კომპანიების მიერ წარმოებული პროდუქციით დაინტერესება დიდი იყო.

გამოფენის ფარგლებში ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, ირაკლი ჩოლობარგიამ ქართული ღვინის ორი პრეზენტაცია გამართა - მომხმარებლებისა და ღვინის ვაჭრობის სფეროს წარმომადგენლებისთვის.

გამოფენას პოლონეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ილია დარჩიაშვილი დაესწრო.

ქართული ღვინის წარდგენა პოლონეთში უმნიშვნელოვანესია, რადგან ეს ქვეყანა  ქართული ღვინის საექსპორტო ერთ-ერთ სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს და ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში შედის. 2019 წლის 9 თვის მონაცემებით, საქართველოდან პოლონეთში ექსპორტირებულია 3 მლნ-მდე ბოთლი ღვინო, რაც 18 % აღემატება 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ჩელიაბინსკის მახლობლად მდებარე აეროდრომზე სუ-57 და სუ-34 ტიპის გამანადგურებლების დაბომბვის შესახებ განაცხადა
ტრამპმა კონგრესს განუცხადა, რომ ირანთან ომი შეწყდა
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics