04:43 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-28 14:55:21, 2286 ნახვა

საზოგადოება
„პროკურატურა ბავშვების სიცოცხლის მოსპობითა და ჩემი ძმის დაკავებით მემუქრება“ - დეკანოზი ციხიდან წერილს ავრცელებს

ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე საპატიმროდან წერილს აგზავნის.

დეკანოზის განცხადებით, პროკურატურა ბავშვების სიცოცხლის მოსპობითა და თავისი ძმის, თორნიკე მამალაძის დაკავებით ემუქრება.

„გავრცელდა პროკურორის მამხილებელი წერილი, რომელმაც კიდევ ერთხელ დაადასტურა პროკურატორის მიერ დაკვეთილი საქმეების შეკერვა, რასაც მე 2017 წლიდან გავიძახი. სწორედ საქმეების შემკერი ლიდერი, პროკურორი მამუკა ვასაძე გაჰყავთ ახლა უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ. ვასაძე, რომელიც არ არსებული დანაშაულის აღიარებას მაიძულებდა და ამ დანაშაულში მეუფე დიმიტრის და სოსო ოხანაშვილის მონაწილეობას მთხოვდა. ეს ის ვასაძეა, რომელმაც არ იცის რა არის პატივი და ღირსება, დარწმუნებული ვარ ბატონმა ვასაძემ არც მორალი და ეთიკა იცის, რადგან თავისი ხელის ბიჭების მეშვეობით, ზემოთ ჩამოთვლილი მოთხოვნების გარდა, საუბარს და აღიარებას მთხოვდნენ. მე ორი წელი და რვა თვე ლიკვიდაციის შიშში მაცხოვრებენ. ამით, რომ ვერ შემაშინეს, ბავშვების სიცოცხლის მუქარაზე და თორნიკეს დაკავების მუქარაზე გადავიდნენ, თუმცა ავიწყდებათ, რომ არაფერი არ იმალება". - ნათქვამია დეკანოზის წერილში, რომელიც მან "ტვ პირველს" მიაწოდა. 

 

მოამზადა ლიკა ბესელიამ





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics