2019-10-28 14:47:35, 2505 ნახვა
კომენტარი
საპატრიარქოს იურისტი: გარკვეულ პირებს მეუფე იაკობის დაპირისპირება უნდათ როგორც შიოსთან, ისე ივანიშვილთან
"მრჩება შთაბეჭდილება, რომ გარკვეულ პირებს თუ ძალებს მეუფე იაკობის დაპირისპირება უნდათ როგორც მეუფე შიოსთან, ასევე ბატონ ბიძინა ივანიშვილთან", - ამის შესახებ საპატრიარქოს იურისტმა ედიშერ ქარჩავამ განაცხადა.
იურისტის თქმით, მეუფე იაკობის დემონიზება და მტრად გამოცხადება არასწორია.
„მეუფე იაკობს ძალიან ბევრი რამ აქვს გაკეთებული როგორც საქართველოს საპატრიარქოსთვის, ასევე ამ ხელისუფლებისთვის. მისი დემონიზება და მტრად გამოცხადება არასწორად მიმაჩნია. მრჩება შთაბეჭდილება, რომ გარკვეულ პირებს თუ ძალებს მეუფე იაკობის დაპირისპირება უნდა, როგორც მეუფე შიოსთან, ასევე ბატონ ბიძინა ივანიშვილთან. მეუფე იაკობს განსაკუთრებულად კარგი დამოკიდებულება ჰქონდა დღევანდელ ხელისუფლებასთან და მისი განცხადება ჩემთვისაც გარკვეულწილად შოკისმომგვრელი იყო. რაც შეეხება გამოძიებას, მიმაჩნია, რომ კანონიკური სამართლის მიხედვით, როგორც წესი უნდა მოხდეს საპატრიარქოს შიგნით ამ საკითხის მოწვევა“, - განაცხადა ედიშერ ქარჩავამ.
ამავე თემაზე - მეუფე იაკობის განცხადებები:
მეუფე იაკობი - გახარია, გომელაური, კვირიკაშვილი მეჩალიჩებოდნენ პატრიარქი გადავაყენოთ და შიო დავაყენოთო
მეუფე იაკობი - დეკანოზის გარდა, საქმეში მეუფე პეტრეც იყო ჩართული, მკვლელობას ვგულისხმობ
მეუფე იაკობი ჩინჩალაძეს: თუ რამე ჩემზე ისე დაიწყო, საქართველოში სასამართლოს აღარ დავტოვებ
მეუფე იაკობი: ყველაფერი მაქვს დღევანდელ ხელისუფლებაზე, ასე თუ გააგრძელს ხმებს ვერ მიიღებენ
მეუფე იაკობი: მეუფე პეტრე რუსეთის აგენტია - მაგას აღვუძრავ იმას და ეპისკოპოსობიდან გავუშვებ
მოამზადა გიორგი ჩაფიძემ
ავტორი: ექსპრესნიუსი,