2019-10-25 14:18:49, 1337 ნახვა
კომენტარი
სუს-ის წარმომადგენელი: ერგნეთში ყველა საკითხს პრინციპულად დავსვამთ
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა გაიმართება.
როგორც სუს-ის ანალიტიკური სამსახურის უფროსის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დღევანდელ შეხვედრაზე ოკუპანტების მიერ ევროკავშირის მონიტორების უკანონო დაკავებაზე იქნება მსჯელობა.
მისივე თქმით, ასევე ჩორჩანასთან განვითარებული მოვლენების განხილვაც მოხდება. ანთიძე ვარაუდობს, რომ შეხვედრის ჩაშლის საფრთხე არ არსებობს, რადგან წინასწარ იყო შეთანხმებული და თითოეული მონაწილე საკუთარი პოზიციის დასაფიქსირებლად მიდის.
„ერგნეთის დღევანდელ შეხვედრაზე ქართული მხარე ყველა განსახილველ საკითხს პრინციპულად დასვამს, რომ დესტაბილიზაციის საფრთხე არ გაიზარდოს“, - განაცხადა ანთაძემ.
ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან