|
2019-10-25 13:51:56, 2984 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავამ თელავში „ჰოლიდეი ინნ“- ის ბრენდის ქვეშ ახალი სასტუმრო გახსნა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ თელავის ცენტრში „ჰოლიდეი ინნ" - ის ბრენდის ქვეშ ახალი სასტუმრო გახსნა. თელავში საერთაშორისო ბრენდის შემოყვანის პროექტი სამთავრობო პროგრამით „აწარმოე საქართველოში" მხარდაჭერით სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კომპონენტის ფარგლებში განხორციელდა. „ჰოლიდეი ინნ" - ი საერთაშორისო ბრენდის ქვეშ მომუშავე პირველი სასტუმროა თელავში. სასტუმროს პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 15 მლნ ლარს შეადგენს და 65 ადამიანი დასაქმდა. „ძალიან მიხარია, რომ დღეს შესაძლებლობა მომეცა, თელავში სასტუმრო „ჰოლოდეი ინნ"-ის ოფიციალური გახსნა მიმელოცა მისი მესვეურებისთვის. არაჩვეულებრივი ობიექტი შეემატა კახეთს, თელავს, დასაქმდა 65 ადამიანი. სასტუმრო ჯერ კიდევ სატესტო მუშაობის პერიოდშიც კი 50%-ზე მეტად იყო დატვირთული, დღეიდან კიდევ უფრო მეტად დაიტვირთება," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა სასტუმროს გახსნისას. ნათია თურნავას განცხადებით, თელავის „ჰოლიდეი ინნ" - ი კარგი დასასვენებელი ადგილია როგორც შაბათ-კვირის, ისე არდადეგების გასატარებლად. 85 ნომრიან სასტუმროში, საზოგადოებრივი სივრცეები მოიცავს ინოვაციურ, ღია ლობი ბარის კონცეფციას, რომელიც შეიმუშავა ბრენდმა. სივრცე აღჭურვილია სამაგიდო თამაშებით, ეკრანებით, იდეალური მყუდრო სივრცით სტუმრების გასართობად და სამუშაოდ თანამედროვე და კომფორტულ გარემოში. სასტუმროს პირველ სართულზე განთავსებულია რესტორანი "ბატონთან" ქართული ტრადიციული სამზარეულოთი, ხოლო მეხუთე სართულზე ევროპული რესტორანი და ბარი „იბერიკო", საუკეთესო ხედით ალაზნის ველსა და კავკასიონის მთებზე. სტუმრებს ასევე შეუძლიათ ისარგებლონ სასტუმროს ღია ტიპის საცურაო აუზით პანორამული ხედებით, საუნით, ორთქლის აბანოთი და თანამედროვე სავარჯიშო დარბაზით. სასტუმროში ასევე განთავსებულია საკონფერენციო დარბაზი 50 სტუმარზე. სასტუმროს გახსნაში ასევე მონაწილეობა მიიღეს სსიპ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა ირაკლი ქადაგიშვილმა.
(NS)
საპატრიარქო - ვხედავთ შემთხვევებს, როცა ეკლესიის არაკეთილმოსურნენი ყველა ღონეს ხმარობენ, რათა საზოგადოებაში დააკნინონ სინოდის სხდომის მიმართ სამართლიანობის განცდა
აშშ-ის კონგრესში წარადგინეს რეზოლუცია ჟურნალისტების უფლებების დაცვის შესახებ, სადაც მზია ამაღლობელიც არის ნახსენები
უკრაინის დაზვერვამ კადიროვის სპეცრაზმის ახმატის ათობით მებრძოლი მოკლა
უკრაინამ ჩელიაბინსკის მახლობლად მდებარე აეროდრომზე სუ-57 და სუ-34 ტიპის გამანადგურებლების დაბომბვის შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)