06:05 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-25 13:25:02, 1399 ნახვა

კომენტარი
თალაკვაძე ოკუპანტების მიერ მონიტორების დაკავებაზე: ამას უნდა მოჰყვეს მკაცრი რეაგირება ევროკავშირის მხრიდან

"ეს არის პირდაპირი შეტევა უსაფრთხოებაზე და საერთაშორისო მექანიზმზე", - ასე გაოეხმაურა პარლამენტის თავჯდომარე არჩილ თალაკვაძე ოკუპანტების მიერ სოფელ წნელისთან ოკუპანტების მიერ ევროკავშირის სადამკვირვებლო მონიტორების უკანონო დაკავებას.

როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, ხსენებულ ქმედებას ევროკავშირის მხრიდან მკაცრი რეაგირება უნდა მოჰყვეს. 

"ეს არის პირდაპირი შეტევა უსაფრთხოებაზე და საერთაშორისო მექანიზმზე, რომელიც უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტორია ამ რეგიონში და საქართველოში. მე ვფიქრობ, ამას ძალიან მკაცრი გამოხმაურება უნდა მოჰყვეს ევროკავშირის მხრიდან და ეს არის ის მომენტი, როდესაც კიდევ ერთხელ და უფრო აქტიურად უნდა დადგეს საკითხი, რომ ევროკავშირი და საერთაშორისო მისიები იყოს დაშვებული ოკუპირებულ რეგიონებში და არა მხოლოდ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

მოამზადა ლანა მრავლაძემ





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics