07:53 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-24 14:59:08, 1367 ნახვა

კომენტარი
თალაკვაძე საოკუპაციო რეჟიმზე: განცხადება, რომ საქართველო პროვოკაციისთვის ემზადება არალოგიკური და გაუმართავია

საქართველოს პარლამენტის თავ,ჯდომარე არჩილ თალაკვაძე საოკუპაციო რეჟიმის განცხადებას გამოეხმაურა.

თალაკვაძის თქმით, საქართველო ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის მშვიდობიანი გზით ემზადება.

„ოკუპირებული არის საქართველოს ტერიტორიები და იქიდან გვესმის ისეთი ბრალდება, რომ საქართველო ემზადება პროვოკაციისთვის. ელემენტარულად თვითონ განცხადებაც კი, გაუმართავი და არალოგიკურია. საქართველო ემზადება მშვიდობიანი გზით მხოლოდ იმისთვის, რომ ეკონომიკური გაძლიერების, დემოკრატიის გაძლიერების და ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერით მშვიდობიანი გზით აღვადგინოთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ცნობისთვის, ცხინვალის მარიონეტული რეჟიმი საქართველოს პროვოკაციების დაგეგმვაში ადანაშაულებს

მოამზადა ლანა მრავლაძემ

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics