02:08 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-24 13:49:40, 1306 ნახვა

კომენტარი
თოდაძის ადვოკატი: პროკურატურა ჯიშკარიანს ხელს აფარებს

დაზარალებულ თამთა თოდაძის, ადვოკატის ბაია პატარაის განცხადებით, პროკურატურამ სახალხო დამცველის აპარატისთვის მასალების გადაცემაზე უარი იმ მიზეზით თქვა, რომ მას არ სურს გასაჯაროვდეს დაგვიანებული და არასწორად ჩატარებული მოქმედებები.

ადვოკატის თქმით, ბრალდებული „ქართული ოცნების“ დეპუტატი ილია ჯიშკარიანი უწყებაში პრივილეგიებით სარგებლობს.

„მან მეორე დღესვე მიმართა ომბუდსმენს თხოვნით, რომ მონიტორინგი ეწარმოებინა ამ საქმისთვის და ჩართულიყო ამ საქმეში. ომბუდსმენის ოფისმა მყისიერად მოახდინა რეაგირება და გააგზავნა შესაბამისი წერილები შესაბამის უწყებებში და მოითხოვა, რომ საქმის მასალებზე წვდომა ჰქონოდა. თუმცა ორი დღის წინ პროკურატურისგან მიიღო უარი. ეს საქმე ჩვეულებრივი მსვლელობით არ მიმდინარეობს. გარკვეული პრივილეგიებით სარგებლობს ბატონი ილია ჯიშკარიანი“, - განაცხადა ბაია პატარაიამ.

ცნობისთვის, რომ სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში დადანაშაულებული „ქართული ოცნების“ დეპუტატის, ილია ჯიშკარიაინის, საქმის მასალები პროკურატურამ სახალხო დამცველის აპარატს არ გადასცა.

შეგახსენებთ, ახალგაზრდა ქალი, თამთა თოდაძე "ქართული ოცნების" დეპუტატს, ისნის მაჟორიტარს ილია ჯიშკარიანს გაუპატიურების მცდელობასა და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სამი მუხლით დაიწყოპროკურატურამ თოდაძეს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა. ილია ჯიშკარიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. სასამართლო პროცესი კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალსში" გაიმართა. 

 

მოამზადა ლანა მრავლაძემ





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics