|
2019-10-24 13:40:52, 2024 ნახვა
სამართალი
ადვოკატი: მალხაზ კობაურმა გარდაცვლილი მაიკლ სმიტის დედისგან წერილი მიიღო
სმიტების ოჯახის მკვლელობაში მსჯავრდებულმა მალხაზ კობაურმა გარდაცვლილი მაიკლ სმიტის დედისგან წერილი მიიღო, - ამის შესახებ კობაურის ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ განაცხადა. ადვოკატის თქმით, ვრცელი წერილი, რომელიც დაწესებულების თანამშრომლებმა კობაურს წაუკითხეს, იმ კითხვებს შეეხებოდა, რომელიც გარდაცლილის დედას აქვს. „წერილი ძირითადად ეხება ფაქტობრივ გარემოებებს. როგორც მან აღნიშნა, ეს ფაქტობრივი გარემოებები არის მაიკლ სმიტის დედის ლინი სმიტის წერილი, სადაც წერია, რომ თუკი ვინმემ დანაშაული ჩაიდინა, იგი მზად არის ითანამშრომლოს გამოძიებასთან თუ კობაური დაეხმარება ამ საქმეში“, -განაცხადა ადვოკატმა. შეგახსენებთ, რომ 7 ივლისს დუშეთის მუნიციპალიტეტში, ხადის ხეობაში საქართველოსა და აშშ-ის ორმაგი მოქალაქე ცოლ-ქმარი, 1975 და 1976 წელს დაბადებული რაიან სმითი და მისი მეუღლე ლორა მოკლულები იპოვეს. მოგვიანებით იპოვეს მათი 4 წლის ბავშვის ცხედარიც. მათი მკვლელობის ბრალდებით 19 წლის მწყემსი მალხაზ კობაური დააკავეს. მწყემსი სასამართლოზე გამოძიებისთვის თავდაპირველად მიცემული ჩვენების ნამდვილობას უარყოფდა და აცხადებდა, რომ სამი ადამიანი არა მან, არამედ ორმა უცხო პირმა მოკლა. 14 აგვისტოს მალხაზ კობაურის ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ ექსპერტიზის პასუხი გახდა ცნობილი. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, კობაური ჯანმრთელია. 27 მარტს მას უვადო პატიმრობა მიესაჯა.
მოამზადა ლიკა ბესელიამ
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)