|
2019-10-24 13:37:32, 993 ნახვა
საზოგადოება
ბილაინის თანამშრომლები ამსტერდამში, „ვიონი“ ჯგუფის საერთაშორისო ჰაკათონში მონაწილეობენ
კონკურსის მთავარი პრიზია სამხრეთ კორეაში, სეულში გამგზავრება. საერთაშორისო ჯგუფ „ვიონის“ წევრის, ბილაინის თანამშრომლები, მონაწილეობენ „ვიონი“ ჯგუფის ინოვაციურ კონკურსში DIGITHON-ი, რომელიც უკვე მესამე წელია იმართება თანამშრომლებისთვის 10-ვე ქვეყნიდან, სადაც „ვიონია“ წარმოდგენილი. საერთაშორისო ჰაკათონი DIGITHON -ი, ციფრული პროდუქტებისა და მომსახურებების შექმნას, ან არსებულის გაუმჯობესებას ემსახურება. პირველ ეტაპზე ადგილობრივი კონკურსი „ვიონის“ წევრ 10-ვე კომპანიაში ტარდება. თითოეული ქვეყნიდან პირველ ადგილზე გასული გუნდი კი გლობალურ DIGITHON-ზე ჯგუფის სათავო ოფისში - ამსტერდამში მიემგზავრება. გუნდების კომპლექტაცია ამსტერდამში ჩასვლამდე იწყება და ადგილობრივი კონკურსისგან განსხვავებით უკვე არა მხოლოდ სხვადასხვა დეპარტამენტის, არამედ სხვადასხვა ქვეყნისა და კულტურის წარმომადგენლებს აერთიანებს. ამსტერდამში ჩასვლისას, მონაწილე 10 გუნდი პირველი 24 საათი პროდუქტის იდეასა და პროტოტიპზე მუშაობს, მეორე დღეს კი პრეზენტაციით წარდგება. წელს მონაწილეები მუშაობენ ისეთი ინოვაციური ციფრული მომსახურებებისა და პროდუქტების შექმნაზე, რომლებიც ახალ 5G ტექნოლოგიას ეყრდნობა. სწორედ ამიტომაცაა პირველ ადგილზე გასული გუნდის ჯილდო გამგზავრება სეულში - სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიის ინოვაციების შუაგულში, სადაც 5G ლაივშია. გამარჯვებულ გუნდს, ასევე, ეძლევა შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღოს შემდეგი წლის DIGITHON-ის ორგანიზებაში.
(R)
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)