|
2019-10-23 17:12:27, 1422 ნახვა
საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრი „უნივერსალური სამედიცინო ცენტრი“-ს თანამშრომლებს შეხვდა
“უნივერსალური სამედიცინო ცენტრი”-ს თანამშრომლებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი შეხვდა. შეხვედრაზე კლინიკის ინფრასტუქტურის გაუმჯობესების და ხელფასების გაცემის საკითხებზე ისაუბრეს. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, შენობის რეაბილიტაციასა და შესაბამისი ინფრასტუქტურის მართვაზე სახელმწიფო იზრუნებს. ცენტრთან დაკავშირებულ კონკრეტულ სამომავლო გეგმებს სამინისტროში შექმნილი სპეციალური საბჭო განიხილავს და კლინიკის თანამშრომლების სახელფასო დავალიანების ანაზღაურებების საკითხსაც შეისწავლის. „შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი. მედპერსონალის მხრიდან წარმოდგენილია 10 წევრი და ჩვენი მხრიდანაც შეიქმნა საბჭო. ხვალიდან დავიწყებთ კონკრეტულ გეგმებზე მუშაობას. განვიხილავთ, როდის გადავიხდით მათ სახელფასო ანაზღაურაებას, რასაც მე და ჩემი მოადგილე პირადად გავაკონტროლებთ. ჯანდაცვის სამინისტრო არ იყო მართვაში ჩართული, ეს ყოველივე იყო „საპარტნიორო ფონდის“ მმართველობის ქვეშ. ჯანდაცვის სფეროს სჭირდება სპეციფიკური მმართველობა და გამოჩნდა, რომ ჩვენი ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. მინისტრთან შეხვედრის შემდეგ სამედიცინო ცენტრის თანამშრომლებმა აღნიშნეს, რომ შეხვედრა საკმაოდ პროდუქტიული იყო და მუშაობას ჩვეულ რეჟმში გააგრძელებენ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)