|
2019-10-23 13:13:39, 1098 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა: საქართველო გააგრძელებს ლოდერობას რეფორმების მიმართულებით, რაც ბიზნესს ხელსაყრელ კლიმატს შეუქმნის
თბილისში მიმდინარე „აბრეშუმის გზის ფორუმის" პანელზე „ინვესტიცია წარმატებისთვის" საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საქართველოში უცხოელი საინვესტიციო გარემოს ხელსაყრელი გარემოს შესახებ ისაუბრა. ნათია თურნავას განცხადებით, გავლენიანმა საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოებმა საქართველოს საკრედიტო რეიტინგი გაზარდეს. „2019 წელს ორმა წამყვანმა სარეიტინგო სააგენტომ „ფიტჩმა" და „სტანდარტ ენდ ფუარსმა" საქართველოს საკრედიტო რეიტინგი გაუზარდეს - სუვერენული კრედიტის მაჩვენებელი აწიეს სტაბილური პროგნოზით. სტაბილურობა ძალიან მნიშვნელოვანია და უცხოელი ინვესტორებისთვის პოზიტიური გზავნილია, რომ საქართველო ლიდერობას გააგრძელებს რეფორმების მიმართულებით, რაც ხელსაყრელ კლიმატს შეუქმნის ბიზნესს", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა. ნათია თურნავამ მსოფლიო ბანკის რეიტინგებში საქართველოს პოზიციონირების შესახებაც ისაუბრა: „ბიზნესის წარმოების სიმარტივით მსოფლიო ბანკის რეიტინგში ჩვენ ერთ-ერთი წამყვანი პოზიცია გვაქვს, თუმცა ამ მიღწევას ყოველთვის გამყარება სჭირდება და ჩვენ ვაგრძელებთ ერთი ფანჯრის პრინციპით მუშაობას ყველა მიმართულებით - ეს ეხება კერძო სექტორს, პრივატიზაციას, ნებართვებსა და ლიცენზიებს. ჩვენ დღეს შეგვიძლია ციფრული პლატფორმების გამოყენებით ერთი ფანჯრის პრინციპით საქმეების წარმოება." ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოს მთავრობა დიდ ყურადღებას უთმობს მცირე და საშუალო საწარმოების განვითარებას, რათა შეიქმნას ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა და მცირე და საშუალო საწარმოებმა ხარისხის ევროპული სტანდარტები დააკმაყოფილონ. პანელზე სიტყვით გამოსვლისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა განათლების სფეროში რეფორმების გატარების მნიშვნელობაზე ისაუბრა. „მინდა ხაზი გავუსვა განათლების რეფორმას, რაც ხანგრძლივი ეკონომიკური ზრდის საფუძველი გახლავთ, ჩვენ გვაქვს ამბიცია ცოდნისა და ინოვაციების ეკონომიკის თვალსაზრისით წინ წავიდეთ. 2022 წელს განათლების ხარჯები მთლიანი შიდა პროდუქტის 6 %-ს მიაღწევს", -აღნიშნა მან.
(NS)
აშშ ევროპას აფრთხილებს იარაღის მიწოდების შეფერხების შესახებ, რაც გამოწვეულია მარაგების ამოწურვით
აშშ გერმანიიდან 5000 ჯარისკაცს გაიყვანს
საპატრიარქო - ვხედავთ შემთხვევებს, როცა ეკლესიის არაკეთილმოსურნენი ყველა ღონეს ხმარობენ, რათა საზოგადოებაში დააკნინონ სინოდის სხდომის მიმართ სამართლიანობის განცდა
აშშ-ის კონგრესში წარადგინეს რეზოლუცია ჟურნალისტების უფლებების დაცვის შესახებ, სადაც მზია ამაღლობელიც არის ნახსენები
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)