22:43 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-23 11:13:13, 1125 ნახვა

ეკონომიკა
ავღანეთის ტრანსპორტის მინისტრი პროექტ „ლაპის ლაზულის“ მნიშვნელობაზე საუბრობს

„აბრეშუმის გზის ფორუმზე" ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრმა საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის „ლაპის ლაზულის" პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.  იამა იარიმ მონაწილოება მიიღო პანელში „სატრანსპორტო კავშირები - ტრანსფორმაცია აბრეშუმის გზის გასწვრივ და  მიღმა".

ლაპის ლაზულის პროექტის მიხედვით, ავღანეთიდან ტვირთები რკინიგზით და საავტომობილო გზით  კასპიის ზღვაზე თურქმენეთის და აზერბაიჯანის პორტებს უკავშირდება, საქართველოში შავ ზღვაზე  ფოთისა და ბათუმის პორტების გავლით კი ტვირთების გადაზიდვა ევროპის მიმართულებით ხდება.

„ჩვენ შევქმენით ახალი დერეფანი,  რომელსაც „ლაპის ლაზული" ჰქვია. ამ პროექტით   ჩვენ ტვირთების  გადაზიდვას ვახდენთ ჩინეთის, ინდოეთის, შუა აზიის, კავკასიის მიმართულებით. ჩვენ უნდა მოვიძიოთ შიდა რესურსები, რომ გავზარდოთ ტვირთბრუნვა, განვავითაროთ ინფრასტრუქტურა." - განაცხადა იამა იარიმ.

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
ელენე ხოშტარიას უახლოეს დღეებში დამატებითი კვლევების ჩატარების მიზნით, სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში" გადაიყვანენ
ტოკაევმა კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის „მეგობრობის" საპატიო ორდენით დააჯილდოვა
ორბანის გადადგომის შემდეგ უნგრეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics