|
2019-10-22 12:35:52, 1157 ნახვა
ეკონომიკა
სს „ნიკორამ“ „თიბისი კაპიტალის“ მეშვეობით 28 მილიონი ლარის ოდენობის ობლიგაციები განათავსა
სს ნიკორამ, რომელიც წარმოადგენს ნიკორა ჯგუფის ჰოლდინგურ კომპანიას, 28 მილიონის ლარის ოდენობის ობლიგაციები განათავსა, რომელთა ლისტინგი საქართველოს საფონდო ბირჟაზე მოხდება. საჯარო ემისია თიბისი კაპიტალის მეშვეობით განხორციელდა. ნიკორა ჯგუფთან თიბისი კაპიტალი 2017 წლიდან თანამშრომლობს და ეს ობლიგაციების უკვე მესამე ერთობლივი განთავსებაა. სს ნიკორას ობლიგაციები ეროვნულ ვალუტაში განთავსდა, რაც კომპანიას საშუალებას მისცემს თავი აარიდოს მნიშვნელოვან სავალუტო რისკებს. ეს არის პირველი ობლიგაცია ქართულ ბაზარზე, რომელიც მიბმული იქნება თბილისის ბანკთაშორის საპროცენტო განაკვეთზე (TIBR). ამ ტრანზქციით მხარეები ხელს უწყობენ TIBR-ის პოპულარიზაციას და მის დამკვიდრებას ადგილობრივ კაპიტალის ბაზარზე. კომპანიას საკრედიტო რეიტინგი მიღებული აქვს Scope Rating-ისგან და BB-/Stable დონით განისაზღვრა. კომპანიის ობლიგაციების მიმართ, ფინანსური ინსტიტუტების მხრიდან მაღალი ინტერესი დაფიქსირდა და განთავსება უმოკლეს ვადაში დასრულდა. აღსანიშნავია, რომ როგორც ლარის სხვა საჯარო ობლიგაციები, სს ნიკორას ეს ობლიგაციებიც დაგირავებადია სებ-ში, რაც ინვესტორ კომერციულ ბანკებს შესაძლებლობას აძლევს მოიზიდონ დამატებითი ლარის რესურსი. „მოხარულები ვართ, რომ სს ნიკორას მორიგი ობლიგაციის წარმატებული განთავსება მოხდა თიბისი კაპიტალის მეშვეობით. სს ნიკორა, შპს ნიკორა ტრეიდთან ერთად, ქართული კაპიტალის ბაზრის აქტიური მოთამაშეა. ეს ჯგუფის უკვე მეოთხე წარმატებული განთავსებაა, რაც საქართველოში ყველაზე მეტია. მინდა კიდევ ერთხელ მივულოცო სს ნიკორას მორიგი ობლიგაციების განთავსება, წარმატებები ვუსურვო ჯგუფს და დარწმუნებული ვარ მომავალშიც არაერთი ერთობლივი ემისიით გავამყარებთ ქართული კაპიტალის ბაზარს" - განაცხადა თიბისი კაპიტალის მმართველმა დირექტორმა, მერი ჩაჩანიძემ. „ჩვენი კომპანია რამდენიმე წელია რაც წარმატებით ახორციელებს ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებულ ოპერაციებს. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ობლიგაცია ლარში გამოვუშვით. მოგეხსენებათ, ნებისმიერ მოზიდულ სახსრებს ახლავს სავალუტო რისკი. ნიკორას მთელი შემოსავლები საქართველოში გენერირდება, შესაბამისად, სასურველია, რომ მოზიდული სახსრებიც იყოს ლარში. აღსანიშნავია ისიც რომ მოზიდული რესურსი კვლავ კომპანიას მოხმარდება", - განაცხადა სს ნიკორას გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი ბოქოლიშვილმა. ნიკორა" 1998 წელს ქართული კაპიტალით დაფუძნდა და 21 წელია კვების პროდუქტების ბაზრის უცვლელი ლიდერია. ის ქართულ ბაზარზე ყველაზე მრავალრიცხოვანი - 280-ზე მეტი სუპერმარკეტითაა წარმოდგენილი. კომპანია 500-მდე დასახელების პროდუქციის წარმოება-რეალიზებას ეწევა, მისი თანამშრომლების რიცხვი კი 6000-ს აჭარბებს თიბისი კაპიტალი, თიბისი ბანკის საკონსულტაციო მიმართულებაა, რომელიც სთავაზობს კლიენტებს, კორპორატიულ გადაწყვეტილებებს, კვლევებსა და საბროკერო გადაწყვეტილებებს საქართველოში. ის სს ნიკორასთან 2017 წლიდან თანამშრომლობს.
(R)
აშშ ევროპას აფრთხილებს იარაღის მიწოდების შეფერხების შესახებ, რაც გამოწვეულია მარაგების ამოწურვით
აშშ გერმანიიდან 5000 ჯარისკაცს გაიყვანს
საპატრიარქო - ვხედავთ შემთხვევებს, როცა ეკლესიის არაკეთილმოსურნენი ყველა ღონეს ხმარობენ, რათა საზოგადოებაში დააკნინონ სინოდის სხდომის მიმართ სამართლიანობის განცდა
აშშ-ის კონგრესში წარადგინეს რეზოლუცია ჟურნალისტების უფლებების დაცვის შესახებ, სადაც მზია ამაღლობელიც არის ნახსენები
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)