12:43 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-22 12:34:27, 979 ნახვა

ეკონომიკა
რუბინი: აბრეშუმის გზის ინიციატივა და მიმდინარე რეფორმები რეგიონის ქვეყნებს ეკონომიკურ წარმატებამდე მიიყვანს

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ამ წუთებში რიგით მე-3 „აბრეშუმის გზის ფორუმი" მიმდინარეობს.

ღონისძიების გახსნით პანელს - „ერთად საერთო მომავლისკენ: სტაბილური და მდგრადი ზრდის მოდელები" მოდერაციას უწევს ნიუ იორკის სტერნის ბიზნეს-სკოლის ეკონომიკის პროფესორი ნურიელ რუბინი.

თავის გამოსვლაში ნურიელ რუბინმა ყურადღება გაამახვილა ეკონომიკური ზრდისა და ვაჭრობის კუთხით მსოფლიო მასშტაბით მიმდინარე ტენდენციებზე და ქვეყნების შემდგომი ეკონომიკური განვითარებისთვის გლობალიზაციის, ინოვაციების და ინკლუზიური ეკონომიკის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

საჭიროა პოლიტიკა, რომელიც ავითარებს სტარტაპებს და მცირე და საშუალო საწარმოებს, რაც  ეკონომიკური ზრდის მთავარი მიმართულებაა. ჩვენ უნდა გავიაზროთ, რომ თუ საერთაშორისო ზრდა არ გავხადეთ ინკლუზიური, უფრო მდგრადი, აღნიშნული უკუსვლა გაგრძელდება, საჭიროა მეტი ინტეგრაცია, მეტი გლობალიზაცია, მეტი ეკონომიკური და სავაჭრო კავშირები, რომელიც ახალ თაობას მისცემს გადარჩენის და წარმატების ინსტრუმენტს გლობალურ ციფრულ ეკონომიკაში" - აღნიშნა ნიუ იორკის სტერნის ბიზნეს სკოლის ეკონომიკის პროფესორმა.

გახსნითი პანელის ფარგლებში, რუბინმა დადებითად შეაფასა აბრეშუმის გზის ინიციატივა და ის ეკონომიკური რეფორმები, რომელიც რეგიონში მიმდინარეობს.

„ეკონომიკური რეფორმების მიმართულება, რომელსაც ქვეყნები ახორციელებენ ამ რეგიონში და აბრეშუმის გზის ინიციატივა მათ მიიყვანს ეკონომიკურ წარმატებამდე როგორც ამ რეგიონში, ასევე გლობალური მასშტაბით" - განაცხადა ნურიელ რუბინმა.

ნურიელ რუბინის განცხადებით,  ბოლო 40 წლის განმავლობაში იმ ქვეყნებმა, რომლებმაც  გლობალურ ეკონომიკაში ინტეგრირება მოახდინეს, წარმატებას  მიაღწიეს,  ვინც ეს ვერ შეძლო, ის ქვეყნები ჩამორჩებიან   ჩინეთს, საქართველოს და სხვა წარმატებულ ქვეყნებს, რომლებმაც  ვაჭრობისა და კერძო სექტორის განვითარების მიმართულებით დიდი ნაბიჯი გადადგეს.

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ ევროპას აფრთხილებს იარაღის მიწოდების შეფერხების შესახებ, რაც გამოწვეულია მარაგების ამოწურვით
აშშ გერმანიიდან 5000 ჯარისკაცს გაიყვანს
საპატრიარქო - ვხედავთ შემთხვევებს, როცა ეკლესიის არაკეთილმოსურნენი ყველა ღონეს ხმარობენ, რათა საზოგადოებაში დააკნინონ სინოდის სხდომის მიმართ სამართლიანობის განცდა
აშშ-ის კონგრესში წარადგინეს რეზოლუცია ჟურნალისტების უფლებების დაცვის შესახებ, სადაც მზია ამაღლობელიც არის ნახსენები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics