|
2019-10-21 13:30:00, 1064 ნახვა
საზოგადოება
ჩეხეთის დელეგაცია ჯანდაცვის სამინისტროს სტუმრობდა
ხვალ ზუგდიდის სკრინინგ ცენტრი იხსნება. ცენტრი ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის და განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით აშენდა და აღიჭურვა. ღონისძიებასთან დაკავშირებით საქართველოს ჩეხეთის დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით ეწვია. შეხვედრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში გაიმართა. მინისტრის პირველ მოადგილეს თამარ გაბუნიას ჩეხეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე რედეკ პოლიცარი, დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად შეხვდა. ორმხრივ შეხვედრაზე მხარეებმა საერთო პროექტებზე, ჯანდაცვის საკითხებში არსებულ გამოწვევებსა და რეფორმებზე ისაუბრეს. საუბარი შეეხო ონკოლოგიური დაავადებების დიაგნოსტირების, პირველადი ჯანდაცვის, პალიატიური მკურნალობის საკითხებს. ჩეხეთის დელეგაციამ ქართულ მხარეს წამლის ფასის რეგულირებასა და ხარისხის კონტროლთან დაკავშირებით საკუთარი გამოცდილება გაუზიარა. თამარ გაბუნიამ ჩეხეთის დელეგაციას წარმატებული პროგრამების - ტუბერკულოზის, აივ/ინფექცია შიდსის და C ჰეპატიტის პროგრამების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ფსიქიკური ჯანმრთელობის რეფორმასაც, რომელსაც ჩეხეთის რესპუბლიკა უკვე სამი წელია ახორციელებს და დიდი ზომის დაწესებულებების დეინსტიტუციონალიზაციასა და სათემო ცენტრების შექმნას ისახავს მიზნად. ჩეხეთის დელეგაცია ხვალ ზუგდიდში ჩავა, სადაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ასევე დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად ზუგდიდის სკრინინგ ცენტრს ოფიციალურად გახსნიან.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)