22:35 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-20 12:32:07, 2611 ნახვა

საზოგადოება
კორპუსში, სადაც აფეთქება მოხდა, გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

გურამიშვილის გამზირზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში, სადაც  აფეთქება მოხდა, გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

თბილისის ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე ამბობს, რომ ერთ კვირაში გახდება ცნობილი, შესაძლებელი იქნება თუ არა კორპუსში ცხოვრების გაგრძელება. 

"ჩვენ ვვარაუდობთ იმასაც რომ მაცხოვრებლების ნაწილს შეეძლებათ დაბრუნდნენ საცხოვრებლებში. რაც შეეხება იმ სამ სართულს, სადაც ყველაზე მეტი დაზიანებაა იქ ცოტა უფრო ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ჩატარდება სარეაბილიტაციო სამუშაოები. " -აცხადებს ირაკლი ხელაძე.

მისი თქმით, 52 ოჯახი, ჯამში 208 ადამიანია გაყვანილი სასტუმროში. 

დილიდან ადგილზე მოსახლეობა კორპუსში შესვლას და ნივთების გამოტანას ითხოვენ, თუმცა შენობა ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული და კორპუსში შესვლა ჯერჯერობით აკრძალულია. 

19 ოქტომბერს, გურამიშვილის გამზირზე ერთერთ საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება, დაახლოებით, დილის 9-ის წუთებზე მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება კორპუსში გაზის დაგროვებამ გამოიწვია, რის შედეგადაც 16-სართულიან კორპუსში მეოთხე სართული ჩამოინგრა და მოპირდაპირე კორპუსში ფანჯრის მინები დაიმსხვრა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
მზადება ახალი თავგადასავლისთვის - თიბისის მობაილბანკში მასშტაბური მარათონი ბრუნდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics