09:28 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-19 14:28:12, 2781 ნახვა

კომენტარი
გახარია სპორტსმენებს: იცოდეთ, თუ რამის გაკეთებას ვერ გავწვდებით, არც ამის პირდაპირ თქმას მოვერიდები

"მინდა იცოდეთ, რომ აქ ნათქვამი სიტყვა შესრულდება და თუ რამის გაკეთებას ვერ გავწვდებით, არც ამის პირდაპირ თქმას მოვერიდები", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გორში, სპორტის სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა, სადაც სპორტსმენების საჭიროებებს გაეცნო.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა სპორტის განსაკუთრებულ როლს შიდა ქართლის რეგიონისთვის.

„შემთხვევითი არ არის, რომ რეგიონებში სიარული დავიწყეთ ქართლით. აქ ძალიან მძიმე საოკუპაციო ხაზი გვაქვს. შემთხვევითი არ არის რომ ქართლიდან დავიწყეთ გორით, იმიტომ, რომ ამ ქალაქს თავისი წარსული, თავისი ისტორია, თავისი ადგილი და სიტყვა აქვს ჩვენი ქვეყნის წარსულშიც და დღევანდელ დღეშიც. არც ის გეწყინებათ ალბათ, რომ პირველი ჯერ პედაგოგებს შევხვდით, შემდეგ მედიკოსებს და ახლა სპორტსმენებს. სინამდვილეში ამას აქვს მარტივი ახსნა - ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია და ამის ყველაზე კარგი განსახიერება ხართ თქვენ. ჯანმრთელობა და განათლება - ეს უნდა იყოს ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტები. ჩვენი ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა არის ჩვენი ბავშვების, ახალგაზრდობის და ჩვენი ღვაწლმოსილი მოხუცების წინაშე, რაც მთავრობის პირდაპირი პოზიტიური ვალდებულებაა, რომ ამ ხალხს ეფექტურად ემსახუროს", - განაცხადა გიორგი გახარიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics