03:39 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-18 11:26:47, 1574 ნახვა

კომენტარი
გენერალური პროკურორი: ნაწარმოები „დიდოსტატის მარჯვენა“ არ არსებობს, არსებობს „დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა“

ჩემი გამოცდილებით გეტყვით, რომ შეიძლება ვინმე ფსევდოინტელექტუალმა გკითხოთ, მაგრამ "დიდოსტატის მარჯვენა" ასეთი ნაწარმოები არ არსებობს. კონსტანტინე გამსახურდიამ დაწერა „დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა“, - ასე მიმართა გენერალურმა პროკურორმა შალვა თადუმაძემ პროკურორთა კონფერენციის მონაწილეებს. 

სიტყვით გამოსვლის დროს, თადუმაძემ კონფერენციის მონაწილეებს წარმატებები უწურვა და აღნიშნა, რომ მათ შესაძლებლობა ეძლევათ ამოუკიდებელ პროკურორებად ჩამოყალიბდნენ. 

"თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა შეძლოთ და ჩამოყალიბდეთ იმ პროკურორებად, რომლებსაც ექნებათ სრული შესაძლებლობა დამოუკიდებლად, კორპორაციული გადაწყვეტილების საფუძველზე მაღალი მენეჯმენტის საქმიანობა განახორციელოთ სისტემაში და ამას როგორც ინდივიდუალურ პროკურორს ძალიან დიდი გამოწვევების წინაში დგომა სჭირდება. ჩემი გამოცდილებით გეტყვით, რომ შეიძლება ვინმე ფსევდოინტელექტუალმა გკითხოთ, მაგრამ "დიდოსტატის მარჯვენა“ ასეთი ნაწარმოები არ არსებობს. კონსტანტინე გამსახურდიამ დაწერა "დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა" - ამიტომ, გისურვებთ წარმატებებს", - განაცხადა შალვა თადუმაძემ. 

ცნობისთვის, 9 ოქტომბერს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ შალვა თადუმაძეს უსმენდნენ, დეპუტატმა რომან გოცირიძემ მას ჰკითხა - "ვინ დაწერა დიდოსტატის მარჯვენა", რაზეც თადუმაძემ უპასუხა, რომ არ იცის. 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics