|
2019-10-17 19:31:41, 2133 ნახვა
ეკონომიკა
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ გახსნით პანელში ADB-ის ვიცე-პრეზიდენტი შიქსინ ჩენი მიიღებს მონაწილეობას
22 ოქტომბერს „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის" გახსნით პანელში „მაღალი დონის დიალოგი, ერთად საერთო მომავლისკენ: სტაბილური და მდგრადი ზრდის მოდელები" მონაწილეობას მიიღებს აზიის განვითარების ბანკის (ADB) ვიცე-პრეზიდენტი შიქსინ ჩენი, რომელიც პანელის ერთ-ერთი მომხსენებელია. შიქსინ ჩენი ADB-ს გუნდს 2018 წლის 12 დეკემბერს შეუერთდა და პასუხისმგებელია სამხრეთ აზიის, ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტებში განხორციელებულ ოპერაციებზე. ADB-ში საქმიანობის დაწყებამდე, შიქსინ ჩენი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკური და ფინანსური თანამშრომლობის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. 1998 წლიდან, ბატონი ჩენი იკავებდა ხელმძღვანელ თანამდებობებს ჩინეთის ფინანსთა სამინისტროში, სადაც მისი საქმიანობა მოიცავდა სახელმწიფო ფინანსების სფეროებსა და მრავალმხრივი განვითარების ბანკებთან პარტნიორობას. 2012-2014 წლებში იყო საკრედიტო გარანტიისა და ინვესტიციების ხელშემწყობი საბჭოს დირექტორი, 2013-2016 წლებში - მსოფლიო ბანკის აღმასრულებელი დირექტორი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, ხოლო 2016-2018 წლებში - ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ახალი განვითარების ბანკის (New Development Bank) და აზიის ინფრასტრუქტურის ინვესტირების ბანკის (Asian Infrastructure Investment Bank) საბჭოს დირექტორი. შიქსინ ჩენი ეკონომიკის დოქტორია (ფისკალური მეცნიერების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი) და ფლობს საჯარო პოლიტიკის მენეჯმენტის მაგისტრის ხარისხს (ჰარვარდის უნივერსიტეტის ჯონ ფ. კენედის მმართველობის სკოლა, ჰარვარდის უნივერსიტეტი).
(NS)
ფორმულა 1-ის ყოფილი მრბოლელი და სამგზის პარაოლიმპიური ჩემპიონი ალესანდრო ზანარდი გარდაიცვალა
მარჯანიშვილის თეატრიდან მსახიობი ირაკლი ჩოლოყაშვილი და ეკა ნიჟარაძე გაუშვეს
აშშ ევროპას აფრთხილებს იარაღის მიწოდების შეფერხების შესახებ, რაც გამოწვეულია მარაგების ამოწურვით
აშშ გერმანიიდან 5000 ჯარისკაცს გაიყვანს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)