03:04 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-17 15:58:58, 3778 ნახვა

სამართალი
20 ივნისის საქმეზე დაკავებული მუხრან ფანგანი სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს

20 ივნისის საქმეზე დაკავებული მუხრან ფანგანი, რომელსაც გამოძიება ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებოდა, სასამართლოს დარბაზიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

მუხრან ფანგანმა სხდომათა დარბაზი კომენტარის გარეშე დატოვა, თუმცა კომენტარი მისმა ადვოკატმა, კახაბერ ხვისტანმა გააკეთა.

„აღნიშნული მან განაცხადა განაწყენებულმა იმ მოტივით, რომ მისი გადმოცემით მასთან კომუნიკაცია არ ჰქონდათ სამართალდამცავ ორგანოებს და ფიქრობდა რომ არავინ ინტერესდებოდა საქმეზე ობიექტური გარემოებებით. როგორც კი დარწმუნდა, რომ თავისი ეს მოსაზრება არ იყო ობიექტური, დღეს დააფიქსირა ის ობიექტური პოზიცია, რაც მანდ პირველ დღეს დაკავებისას განუცხადა სასამართლოს“ - განაცხადა ფანგანის ადვოკატმა.

შეგახსენებთ, რომ 20 ივნისის საქმეზე დაკავებულმა მუხრან ფანგანმა წინა სხდომაზე მის მიერვე მიცემული ჩვენება შეცვალა და განაცხადა, რომ ის წარდგენილ ბრალს სრულად აღიარებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics