11:12 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-17 11:39:26, 1592 ნახვა

კომენტარი
ნათია თურნავა „ანაკლიის კონსორციუმზე“: ჩვენი მოწოდება იქნება, მიხედონ საქმეს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა," ანაკლიის განვიტარების კონსორციუმს" მოუწოდებს, რომ "საქმეს მიხედოს". 

ამასთან, მინისტრის განცხადებით, მთავრობამ ყველა გააკეთა, რათა კონსორციუმს პროექტის განხორციელების შესაძლებლობა ჰქონდა. მანვე დასძინა, რომ ხელისუფლება პროექტის განხორციელებას მხარს უჭერს. 

"საბოლოო ჯამში ანაკლიის პორტის პროექტის გადავადება 6-ჯერ მოხდა. მთავრობა მხარს უჭერს ამ პროექტის შესრულებას და ეს არაერთხელ დავამტკიცეთ. ჩვენი გადაწყვეტილება, რომ არ ვისარგებლოთ კონტრაქტით მონიჭებული უფლებით და არ დავიწყოთ კონტრაქტის მოშლის პროცედურა, მივცეთ კონსორციუმს დამატებითი ვადა, იმისათვის, რომ ვალდებულებები შეასრულოს, არის იმის დასტური, რომ ინვესტორს ყველა საშუალებას ვაძლევთ. ჩვენი მოწოდება იქნება, მიხედონ საქმეს", - განაცხადა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ. 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი: საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა ღრმად შემაშფოთებელია
უნგრეთმა კვლავ შეაჩერა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics