00:00 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-16 23:53:23, 1680 ნახვა

პოლიტიკა
თურქეთის თავდაცვის სამინისტროს სახელით გავრცელებული რუკა დეზინფორმაციაა

ფეისბუქში თურქეთის თავდაცვის მინისტრის, ჰულუსი აქარის სახელით გავრცელებული რუკა, დეზინფორმაციაა. ფეისბუქ გვერდი, რომელზეც აღნიშნული რუკა გამოქვეყნდა, სინამდვილეში არ ეკუთვნის თურქეთის თავდაცვის მინისტრს. ამას მოწმობს ისიც, რომ გვერდს არ  აქვს ოფიციალური გვერდის ნიშანი.

დეზინფორმაციული რუკა, თანდართული ტექსტით, ფეისბუქზე 14 ოქტომბერსაა გამოქვეყნებული. რუკის მიხედვით, თურქეთი პრეტენზიას აცხადებს ბულგარეთის, სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს  ტერიტორიების ნაწილზე.

ფეისბუქ-გვერდი, რომელზეც აღნიშნული რუკა გამოქვეყნდა, სინამდვილეში არ ეკუთვნის თურქეთის თავდაცვის მინისტრს. ამას მოწმობს ისიც, რომ გვერდს არ  აქვს ოფიციალური გვერდის ნიშანი.

თურქეთის გენერალური კონსული ბათუმში მაქბულე ქოჩაკი „ბათუმელებთან“ აცხადებს რომ გავრცელებული რუკა ტყუილია და ის ოფიციალურ ანკარას საქმის კურსში ჩააყენებს. კონსული ასევე ურჩევს მოქალაქეებს, ენდონ მხოლოდ იმ ინფორმაციას, რომელსაც ოფიციალური პირები გაავრცელებენ და არ აჰყვნენ დეზინფორმაციას.

„ნაციონალისტურ გვერდებზე, ანონიმური სახელების გამოყენებით, მითითებული ანგარიში არის ყალბი და არ ეკუთვნის თურქეთის თავდაცვის მინისტრს. ამის მსგავსად, სხავადასხვა პირების სახელზე უამრავი ანგარიში იხსნება. აღნიშნულის ფარგლებში, გირჩევთ, რომ საზოგადოებამ სიფრთხილე გამოიჩინოს ასეთი პროვოკაციული ხასიათის და ყალბი ანგარიშების მიმართ,“ –  აცხადებს თურქეთის კონსული ბათუმში მაქბულე ქოჩაკი „ბათუმელებთან“ საუბარში.

"ტროლების ფაბრიკას" "ინტერნეტ-კვლევების სააგენტოს" უწოდებენ, რომელიც რუსმა მეწარმე ევგენი პრიგოჟინმა შექმნა. ბიზნესმენს ხშირად "პუტინის პირად მზარეულად" მოიხსენიებენ, რადგან ის არაერთხელ იყო რუსეთის პრეზიდენტის მიღებების ორგანიზატორი. "ინტერნეტ-კვლევების სააგენტო", როგორც ამას თავად ორგანიზაციის თანამშრომლები ყვებოდნენ, მასობრივად აქვეყნებდა სოცქსელებში "საჭირო" მიმართულების პოსტებს არარსებული ადამიანების სახელებით.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics