01:17 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-16 18:37:11, 1803 ნახვა

ეკონომიკა
ნათია თურნავა საერთაშორისო სატრანსპორტო ფორუმის (ITF) გენერალურ მდივანს იანგ ტაე კიმს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი  ნათია თურნავა საერთაშორისო სატრანსპორტო ფორუმის (ITF) გენერალურ მდივანს იანგ ტაე კიმს შეხვდა, რომელიც საქართველოში პირველად იმყოფება საქმიანი ვიზიტით.

შეხვედრის ფარგლებში საქართველოს მხარემ ხაზი გაუსვა საერთაშორისო სატრანსპორტო ფორუმის ფარგლებში თანამშრომლობის მნიშვნელობას. მხარეებმა ასევე აღნიშნეს ITF -ის მიერ მიღებული ხარისხის ქარტიის განსაკუთრებული მნიშვნელობა საქართველოს გადამზიდავებისათვის. ამასთან, ხაზი გაესვა ქარტიის მოთხოვნების საქართველოს მხრიდან წარმატებულ  იმპლემენტაციას. 

მხარეებმა ასევე სამომავლოდ მრავალმხრივი სატვირთო საავტომობილო გადაზიდვების ნებართვების  კვოტების გაზრდის საკითხი. აღსანიშნავია, რომ ქართველი გადამზიდავები აქტიურად იყენებენ ზემოხსენებული კვოტების ფარგლებში გამოყოფილ  საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების ნებართვებს, რამაც ჩვენს გადამზიდველებს შეუქმნა პირობები ევროპის სატრანსპორტო ქსელში სრულფასოვანი ინტეგრირებისათვის.  საქართველოს მხარემ ასევე ისაუბრა საგზაო უსაფრთხოების საკითხებზე და ITF-თან ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერებაზე.

საერთაშორისო სატრანსპორტო ფორუმი - ITF (2006 წლამდე ევროპის ტრანსპორტის მინისტრთა ევროპის კონფერენცია ECMT) წარმოადგენს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციასთან (OECD) არსებულ სამთავრობათაშორისო ორგანიზაციას, რომელიც დაარსდა 1953 წელს და დღეისათვის აერთიანებს 60 ქვეყანას.

საქართველო  ევროპის ტრანსპორტის მინისტრთა კონფერენციას შეუერთდა 1997 წელს და ჩაერთო ECMT-ის მრავალმხრივი სატვირთო საავტომობილო გადაზიდვების სანებართვო სისტემაში. აღნიშნული ორგანიზაციის წევრობა საქართველოს ავალდებულებს ტრანსპორტის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა ჰარმონიზაციაში მოიყვანოს საერთოევროპულ კანონმდებლობასთან, მაქსიმალურად უზრუნველყოს  ავტოსატრანსპორტო პროცესის მიმართ დაწესებული სტანდარტების უნიფიკაცია და ერთიანი უსაფრთხო საავტომობილო სივრცის ფორმირება, რაც ბოლო წლების განმავლობაში წარმატებით ხორციელდება.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics