20:02 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-16 16:20:18, 839 ნახვა

საზოგადოება
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ზედამხედველობის დეპარტამენტის სრული განახლება დაიწყო

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძე და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თეიმურაზ მღებრიშვილი  ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებს ქედაში შეხვდნენ, ახალი ტექნიკა დაათვალიერეს და ინსპექტორებს საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვან საქმიანობაში წარმატებები უსურვეს.

მინისტრის მოადგილე გაეცნო იმ სიახლეებს, რაც ზედამხედველობის დეპარტამენტში ბოლო პერიოდში განხორციელდა.

საქმიანობის მაშტაბურობიდან გამომდინარე, პირველ ეტაპზე  დეპარტამენტში საშტატო რიცხოვნობა 100%-ით,  45-დან 90 საშტატო ერთეულამდე გაიზარდა. თითოეული თანამშრომელი აღიჭურვა შესაბამისი უნიფორმით და სპეციალური ტექნიკური საშუალებებით.  ზედამხედველობის დეპარტამენტს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გადმოსცა მაღალი გამავლობის ავტომობილები - ინსპექტორებს მთელი საქართველოს მასშტაბით, 15 ახალი ავტომობილი უკვე ემსახურებათ. ტექნიკის ნაწილი, 10 ერთეული Toyota Hilux-ის მარკის ავტომობილი, რეგიონებში, დასავლეთ და აღმოსავლეთ მიმართულებებზე გადანაწილდა.

ზედამხედველობის დეპარტამენტი შენობა-ნაგებობებში არსებულ სახანძრო უსაფრთხოების სისტემებს ამოწმებს. ასევე, განიხილავს სამშენებლო პროექტებს და გასცემს მშენებლობის შესაბამის ნებართვებს, შენიშვნებსა და რეკომენდაციებს.

დეპარტამენტში უახლოეს მომავალში იგეგმება საკონსულტაციო შეხვედრების ოთახის მოწყობა, რომელიც აღჭურვილი იქნება შესაბამისი ტექნიკით. ასევე, დაწყებულია ზედამხედველობის სისტემის გაელექტრონულების პროცესი. დაინტერესებული პირებისათვის/ორგანიზაციებისათვის უკვე ამოქმედებულია დეპარტამენტის ცხელი ხაზი - (0322 41) 4112.

ხანძრებისა და სხვა საგანგებო სიტუაციების პრევენცია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისთვის პრიორიტეტული მიმართულებაა. ზედამხედველობის დეპარტამენტში განხორციელებულ სიახლეები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს დეპარტამენტის ეფექტურობას და ქვეყანაში ხანძრებისა და სხვა საგანგებო სიტუაციების რისკის შემცირებას.

 


 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics