19:41 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-15 17:05:21, 1322 ნახვა

საზოგადოება
ხაშურში მშობიარე ქალი და ახალშობილი გარდაიცვალა

ხაშურის ჰოსპიტალში დედა და ახალშობილი გარდაიცვალნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას საავადმყოფო ავრცელებს. 

ჰოსპიტალის ადმინისტრაციის ცნობით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შიდა მოკვლევა მიმდინარეობს. 

"საზოგადოებას გვინდა ვაცნობოთ, რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით ჰოსპიტლის შიდა მოკვლევის სამსახურმა დაიწყო სამედიცინო შემთხვევის შესწავლა და პირველ ეტაპზე გამოვლენილია ორსულის მართვაში მედ-პერსონალის მხრიდან გადაცდომა, რაც მდგომარეობს შემდეგში: ხაშურის ჰოსპიტალს სახელმწიფო ლიცენზიის თანახმად მინიჭებული აქვს პერინატალური მოვლის პირველი დონის შესაბამისი სამეანო საქმიანობის წარმართვის უფლება, რომელიც არ ითვალისწინებს ასეთი რთული მშობიარობის მართვას.

გარდაცვლილი ქალბატონი კლინიკაში მოთავსებისთანავე, ყველა საერთაშორისო პროტოკოლისა და რეფერალის ეროვნული კრიტერიუმების თანახმად ექვემდებარებოდა შესაბამისი ლიცენზიის მქონე სამშობიარო სახლში (პერინატალური მოვლის II ან III დონის კლინიკაში) გადაყვანას.

მიგვაჩნია, რომ ჰოსპიტლის სამეანო განყოფილების მორიგე მედ პერსონალმა სათანადოდ ვერ შეაფასა მშობიარის რისკები და არ განახორციელა ორსულის დროული რეფერალი. სამწუხაროდ მშობიარობის პროცესი გართულდა და ვერ მოხერხდა დედა- შვილის გადარჩენა. ამ დარღვევის გამო ჰოსპიტლის ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება ჩვენ კლინიკაში პროფესიული საქმიანობა შეუჩეროს იმ სამედიცინო პერსონალს, რომელმაც მშობიარე ქალბატონის რეფერალი არ განახორციელა. ჰოსპიტალი ასევე ითანამშრომლებს ყველა სახელმწიფო მარეგულირებელ ორგანოსთან და დაელოდება შემთხვევის შესახებ საბოლოო დასკვნების გამოქვეყნებას", - ნათქვამია ინფორმაციაში. 

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, "ექსპრესნიუსი" შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, თუმცა უწყებაში კომენტარს ჯერ არ აკეთებენ. 

 

 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics