01:00 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-15 14:31:26, 1699 ნახვა

სამართალი
დიდ დიღომში აფეთქების საქმეზე, „ყაზტრანსგაზის“ ყოფილ თანამშრომლებს 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ

თბილისის საქალაქო სასამართლომ, დიდ დიღომში საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების საქმეზე დაკავებულ „ყაზტრანსგაზის“ ყოფილ თანამშრომლებს, 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

სასამართლო პროცესზე დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა. დაკავებულები თავს დამნაშავედ არ მიიჩნევენ. 

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 16 იანვარს, დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქებას 4 ადამიანის, მათ შორის, ერთი არასრულწლოვნის სიცოცხლე ემსხვერპლა. "ყაზტრანსგაზის" ყოფილ თანამშრომლებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლის მეორე პრიმა ნაწილით აქვთ წარდგენილი, რაც სამსახურეობრივ გულგრილობას გულისხმობს. 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics