|
2019-10-14 15:44:02, 2121 ნახვა
კომენტარი
უგულავა - ჩვენი ეკლესიის ადგილი არა რუსეთის, არამედ თავისუფალი მართლმადიდებელი ეკლესიების კალათაშია
"ჩვენი ეკლესიის ადგილი არა რუსეთის, არამედ თავისუფალი მართლმადიდებელი ეკლესიების კალათაშია, იქ სადაც ღმერთს და სამშობლოს ისე ემსახურებიან, რომ სხვებს არ ავიწროვებენ", – ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებისათან დაკავშირებით, Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს. უგულავა იმედოვნებს, რომ წმინდა სინოდის მოახლოებასთან ერთად, სულ უფრო მეტი იერარქი დააფიქსირებს უკრაინის ავტოკეფალიის აღიარების მოთხოვნას. "უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარება, პირველ რიგში, პრაგმატულადაა ჩვენი ეკლესიისთვის მომგებიანი. ჩვენთვისვეა უკეთესი, რომ "აღიარების მინიჭების/აღდგენის უფლება" მსოფლიო საპატრიარქოზე იყოს "დამაგრებული", რადგან იქ გაცილებით მეტი დაზღვევის მექანიზმი არსებობს, ვიდრე რუსეთის ეკლესიაში, რომელიც სამწუხაროდ სრულად წარმოადგენს კრემლის პოლიტიკურ ინსტრუმენტს. ეს თემა ეკლესიურია თავისი ბუნებით, თუმცა შეიცავს საზოგადოებრი-პოლიტიკურ მდგენელს. ჩვენი ეკლესიის ადგილი არაა რუსეთის ეკლესიის კალათაში, ჩვენი ადგილია თავისუფალი მართმადიდებელი ეკლესიების კალათაში, იქ სადაც ღმერთს და სამშობლოს ისე ემსახურებიან, რომ სხვებს არ ავიწროვებენ და შეურაცყოფენ. ანალოგიით თუ ვიმსჯელებთ მსოფლიო საპატრიარქო ამერიკაა, ელადა კი - ევროკავშირი. რუსეთი აქაც რუსეთია - მოძალადე და დამპყრობელი. ყველა ვხვდებით, რომ აღიარება დროის საკითხია, მაგრამ ჩვენი ამოცანა უნდა იყოს არა გაწელვა, არამედ დაჩქარება. და ეს ჩვენი ეკლესიისა და სახელმწიფოს ინტერესშია. მიხარია რომ მელქისედეკ ხაჩიძე ახალი თაობის ის იერარქია, რომელსაც სრულად ესმის ჩვენი ეკლესიის "შემობრუნების" აუცილებლობა. პატრიარქმა ბართლომეოსმა რამდენჯერმე განსაკუთრებული სითბოთი როგორც პირადი მეგობარი მოიხსენია მეუფე მელქისედეკი, აღნიშნა მისი როლი ეკლესიების ურთიერთობის განმტკიცებაში. იმედი მაქვს, რომ წმინდა სინოდის მოახლოებასთან ერთად სულ უფრო მეტი ჩვენი იერარქი ხმამაღლა დააფიქსირებს უკრაინის ავტოკეფალიის აღიარების მოთხოვნას. სვეტიცხოვლობას გილოცავთ! P.S. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თეოლოგ ბატონ Gocha Barnovi-ს მსოფლიო საპატრიარქოში ჩვენი ვიზიტის ორგანიზებისთვის’’ - წერს გიგი უგულავა
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)