18:54 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-14 15:26:18, 1371 ნახვა

საზოგადოება
პატრიარქი: ღვთის წყალობა უნდა შევინარჩუნოთ - პიროვნება უნდა დავაფასოთ

"ახლა წყალობა ღვთისა ნათლად ჩანს და ეს წყალობა ღვთისა უნდა შევინარჩუნოთ, უნდა დავაფასოთ", - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა,ილია მეორემ სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.

ტაძარში შეკრებილებს პატრიარქმა სვეტიცხოვლობა მიულოცა. მან მრევლს პიროვნების დაფასებისკენ მოუწოდა. ილია მეორემ აგრეთვე საბჭოთა კავშირის პერიოდი გაიხსენა და აღნიშნა, რომ იმ დროს ქართულმა ეკლესიამ და საზოგადოებამ ბევრი გაჭირვება გამოიარა. 

"საკვირველია ჩვენი წარსული, ჩვენი აწმყო და უფრო საკვირველი იქნება ჩვენი მომავალი. პიროვნებას აქვს უდიდესი მნიშვნელობა. თქვენ წარმოიდგინეთ, წმინდა ნინო რომ არ ყოფილიყო, მირიანი და ნანა არ ყოფილიყო, სიდონია არ ყოფილიყო, ქრისტიანობა არ მიგვეღო ჩვენ მეოთხე საუკუნეში, ვინ ვიქნებოდით ჩვენ? უნდა დავაფასოთ პიროვნება. პიროვნებას უნდა შევუწყოთ ხელი. ამ შემთხვევეში ჩვენ მივაღწევთ დიდ წარმატებას. შემთხვევით არ არის, რომ სვეტიცხოვლობა და მცხეთობა ერთ დღეს არის. მახსენდება წარსული წლები, როცა კომუნისტური რეჟიმი იყო და ბევრი გაჭირვება უნახავს საქართველოს ეკლესიას და ქართველ ხალხს, მაგრამ ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ გამოვიარეთ ეს განსაცდელი და მრავალი მწუხარება გადაიქცა სიხარულად. სიხარული არ მოგაკლოთ მამაზეციერმა თქვენ და საქართველოს. ყველას გილოცავთ ამ დიდ დღესასწაულს. დალოცვილი იყავით. ჩვენთან არს ღმერთი",- განაცხადა პატრიარქმა. 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics