12:48 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-14 13:20:05, 3121 ნახვა

მსოფლიო
ესპანეთის სასამართლომ, კატალონიელ ლიდერებს ამბოხისთვის 9-დან 13 წლამდე პატიმრობა მიუსაჯა

ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ 9 კატალონიელ სეპარატისტ ლიდერს, 2017 წლის რეფერენდუმის საქმესთან დაკავშირებით, 9-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, - ამის შესახებ BBC იუწყება. 

მედია საშუალების ინფორმაციით, სასამართლოს გადაწყვეტილებით კიდევ 3 პოლიტიკოსი დაუმორჩილებლობისთვის გაასამართლეს, თუმცა მათ პატიმრობის ნაცვლად, ჯარიმა დაეკისრა. არც ერთმა პოლიტიკოსმა სასამართლო პროცესზე ბრალი არ აღიარა. 

მედიის ცნობით, პროკურატურა კკატალონიის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტისთვის, ორიოლ ჟანკერასისთვის 25-წლიან პატირობას ითხოვდა, თუმცა სასამართლომ მას 13-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. 

გარდა ამისა, სასამართლომ 9 კატალონიელ პოლიტიკოსს ამბოხის ბრალდება მოუხსნა, თუმცა,  „არეულობების ორგანიზების“  ბრალდება დაუტოვა. 

ცნობისთვის, 2017 წლის პირველ ოქტომბერს გამართული რეფერენდუმის მონაწილეთა უმრავლესობამ მხარი კატალონიის დამოუკიდებლობას დაუჭირა. ამის შემდეგ რეგიონულმა მთავრობამ კარლეს პუიჩდემონის ხელმძღვანელობით, დამოუკიდებლობის გამოცხადების პროცედურა დაიწყო. ესპანეთის ხელისუფლებამ რეფერენდუმი არალეგიტიმურად მიიჩნია და მისი შედეგები არ აღიარა. 2017 წლის ნოემბერში ესპანეთის ხელისუფლებამ კატალონიის ადმინისტრაცია დაითხოვა და რეგიონულ პარლამენტს უფლებამოსილება შეუწყვიტა. მთელ ამ პროცესს მღავალ ათასიანი აქციები მიდევდა თან, რა დროსაც ასობიტ ადამიანი და სამართალდამცველი დაშავდა. 

 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
პარლამენტმა მამუკა მდინარაძისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა
ბოჭორიშვილმა ევროკავშირის ელჩი ახსნა-განმარტებისთვის დაიბარა
ბელგოროდის რეგიონში უკრაინის დარტყმების შედეგად, ერთი ადამიანი გარდაიცვალა
სროლაში ეჭვმიტანილი მასწავლებელი, ტრამპს უკრაინის მიტოვებაში ადანაშაულებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics