06:37 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-14 12:29:43, 2106 ნახვა

კომენტარი
მეუფე უკრაინის ავტოკეფალიაზე: დიპტიხის მიხედვით, ჯერ უნდა ცნოს ალექსანდრიამ, ანტიოქიამ და შემდეგ მოვა ჩვენი რიგიც

წმიდა სინოდის წევრის, მიტროპოლიტი ანანიას განცხადებით, ქართული ეკლესია უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიას მხარს უჭერს.

ამასთან, მისივე განმარტებით, აღიარების საკითხი ხანგრძლივი პროცესია და მას შესაძლოა ათეულობით წელი დასჭირდეს. 

"ჩვენ ვართ დიპტიხში და დიპტიხის მიხედვით, ჯერ უნდა ცნოს ალექსანდრიამ, ანტიოქიამ და ა.შ. და შემდეგ მოვა ჩვენი რიგიც. არ ვაღიარებთ, ეს სხვა რამეა. უკრაინის ავტოკეფალიას, დამოუკიდებლობას ჩვენ ყოველთვის ვუჭერთ მხარს. ერს უფლება აქვს, ნაციას, სახელმწიფოს ჰქონდეს ავტოკეფალია და ექნება კიდეც. ამის დრო დადგება. ეს არის პროცესი, რომელიც გრძელდება. ეს ერთ და ორ დღეში არ ხდება. ეს არის ისტორიული პროცესი, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს არა ერთი და ორი წელი, არამედ ათეულობით წელი და მთავარია უკრაინელმა ხალხმა ეს მოისურვოს," - აღნიშნა მეუფე ანანიამ.

შეგახსენებთ, 2018 წლის 11 ოქტომბერს კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქოს სინოდმა კიევის საპატრიარქოს მეთაურ ფილარეტს კანონიკური სტატუსი აღუდგინა და ანათემა მოეხსნა. სინოდმა ასევე გააუქმა 1686 წლის გადაწყვეტილება, რის მიხედვითაც რუსეთის საპატრიარქოს უფლება მიენიჭა კიევის ეკლესიის მიტროპოლიტი დაენიშნა. 

ცნობისთვის, რუსეთის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ კონსტანტინოპოლის პატრიარქთან ევქარისტული კავშირი გასული წლის 15 ოქტომბერს გაწყვიტა. მოსკოვის საპატრიარქოსა და კონსტანტინეპოლს შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც მსოფლიო პატრიარქმა განაცხადა, რომ უკრაინის ეკლესიას ავტოკეფალიის მიღების უფლება აქვს და ეს უახლოეს მომავალში მოხდება. ამასთან, რუსეთის საპატრიარქომ მსოფლიო პატრიარქი უფლებების გადამეტებაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ მისი გადაწყვეტილება ქვეყნის ერთობას საფრთხეს უქმნის. 

მიმდინარე წლის 12 ოქტომბერს კონსტანტინოპოლის შემდეგ, უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია, პირველმა, საბერძენთმა აღიარა





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics