01:00 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-14 10:31:20, 2511 ნახვა

სამართალი
შიდა ქართლის პოლიციამ სექსუალური ხასიათის ქმედების ბრალდებით გორში 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1999 წელს დაბადებული ტ.ც., სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ბრალდებით, გორში დააკავეს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ქალაქ გორში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში არასრულწლოვან გოგონას შეჰყვა. ტ.ც.-მ მის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება განახორციელა, რა დროსაც მოზარდმა მას წინააღმდეგობა გაუწია. ამის შემდეგ მამაკაცი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

გამოძიება არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებულ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 138-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. ჩადენილი დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics