2019-10-10 17:30:22, 1909 ნახვა
ეკონომიკა
ლარი გაუფასურებას განაგრძობს
ლარის კურსი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ 2.9714 ლარი ეღირება, დღემდე მოქმედი კურსით კი, მისი ღირებულება 2.9633 ლარი იყო. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0081 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, 1 ევროს ღირებულება ხვალ 3.2766 ლარი იქნება, დღემდე მოქმედი კურსით კი, მისი ფასი 3.2543 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0223 ლარი შეადგინა.
ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან