|
2015-07-16 12:16:47, 630 ნახვა
საზოგადოება
აჭარის დასაქმების სააგენტოს ხელმძღვანელი გადამზადების პროცესს გაეცნო
დასაქმების სააგენტოს დირექტორი თემურ კახიძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარესთან მამუკა ბერძენიშვილთან ერთად პროფესიულ კოლეჯ ,,ახალ ტალღას’’ ეწვია და პროფესიული გადამზადების მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში სწავლის პროცესს დაესწრო. სააგენტოს ინფორმაციით, თემურ კახიძე პროგრამით მოსარგებლეებს სწავლის შესახებ გაესაუბრა. ბენეფიციარები, კმაყოფილებას გამოთვქვამდნენ და აღნიშნავდნენ რომ აქ მიღებული თეორიული და პრაქტიკული განათლება მათ დასაქმებას შეუწყობს ხელს. „ვინაიდან აჭარისთვის პრიორიტეტი ტურიზმი არის, დასაქმების სააგენტოს მოვალებაა ხელი შევუწყოს ამ სფეროს განვითარებას. 2014 წელს სააგენტომ ჩაატარა შრომის ბაზრის კვლევა. კვლევის შედეგად გაირკვა, რომ სასტუმრო ბიზნესის განსაკუთრებით ინტენსიურად განვითარების შესაბამისად გაზრდილია მოთხოვნა სასტუმრო და სარესტორნო სპეციალობებზე. დამსაქმებლები კი თავისი მხრივ პრეტენზიას კადრების პროფესიონალიზმზე გამოთქვამენ. აქვე აღნიშნავენ, რომ მათ არ ყოფნიდათ ფინანსური რესურსი არსებული კადრების გადასამზადებლად. სწორედ ამ კვლევაზე დაყრდნობით დასაქმების სააგენტო დღეისათვის გადამზადების მიზნობრივ პროგრამას ახორციელებს“, - აცხადებენ დასაქმების სააგენტოში. სააგენტოს ბენეფიციარები საზოგადოებრივ კოლეჯ ,,ახალ ტალღაში’’ იმ პროფესიებში გადიან სწავლებას რომელებიც შრომის ბაზრის კვლევის შედეგად იქნა გამოვლენილი. პროგრამის ფარგლებში სწავლება 15 ივნისს დაიწყო. 250 ბენეფიციარი სამთვიანი სასწავლო პროგრამით შემდეგ სპეციალობებში გადამზადდება: მზარეული, კონდიტერი, სარესტორნო საქმისმწარმოებელი, სასტუმრო საქმისმწარმოებელი, შემდუღებელი, ამწის ოპერატორი და მძიმე ტექნიკის ოპერატორი. სწავლის განმავლობაში მაღალმთიანი აჭარის მაცხოვრებლები სასწავლებლის საერთო საცხოვრებლით სარგებლობენ, ხოლო, ბათუმში და ხელვაჩაურში მცხოვრები პროგრამის მოსარგებლე ბენეფიციარებისათვის უზრუნველყოფილია ტრანსპორტი.
ბათუმში ქვეითს მანქანა დაეჯახა - კაცი კლინიკაში დაიღუპა
კონგრესმენები ტრამპის ადმინისტრაციას მიმართავენ თხოვნით, საქართველოში რუსულ-ჩინური აგენტურის მოქმედება შეისწავლონ
თიბისის მხარდაჭერით, სამშენებლო მასალების საერთაშორისო გამოფენის - Caucasus Build - ფარგლებში კონფერენცია გაიმართა
2025 წლის მხოლოდ 11 თვის მონაცემით, 436 არასრულწლოვანი ორსული დარეგისტრირდა - ომბუდსმენი
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)