2019-10-09 10:01:19, 2084 ნახვა
ეკონომიკა
დოლარი დღეს 2.9683 ლარი ღირს
ლარის კურსი დოლართან და ევროსთან მიმართებით ისევ გაუფასურდა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი დღეს 2.9683 ლარი ღირს, გუშინ მოქმედი კურსით კი, მისი ღირებულება 2.9677 ლარი იყო. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0006 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, 1 ევროს ღირებულება დღეს 3.2625 ლარი იქნება, გუშინ მოქმედი კურსით კი, მისი ფასი 3.2571 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0054 ლარი შეადგინა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,