14:27 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-08 15:40:43, 2231 ნახვა

კომენტარი
კახიძე თადუმაძეზე: წულუკიანი ისე დანიშნეს გენპროკურორად, მას იურისტის დიპლომი არ ჰქონია - ახლა მეორე სერიაა

"ევროპული საქართველოს" დეპუტატი ოთარ კახიძეი გენერალური პროკურორის და უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლის კანდიდატის, შალვა თადუმაძის დიპლომთან დაკავშირებით ინფორმაციას ეხმაურება. 

ამ კონტექსტში, დეპუტატი იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის დიპლომზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ გენერალურ პროკურორად დანიშვნის დროს, წულუკიანს დიპლომი არ ჰქონდა. 

„გვახსოვს, რომ ქალბატონი წულუკიანი ისე დანიშნეს გენერალურ პროკურორად, რომ მას იურისტის დიპლომი არ ჰქონია. მერე გვახსოვს დაკავებები, ბედუკაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმა, ჩატაევი ციხიდან გამოუშვა, ეს ყველაფერი წულუკიანმა გააკეთა. ახლა მეორე სერიაა. ეს მორიგი პირია უკვე, რომლის იურიდიული განათლება არის კითხვის ნიშნის ქვეშ. ეს აღარ გვიკვირს უკვე, თუმცა ამ ყველაფრიდან უნდა გამოვიტანოთ აზრი და დავსვათ დიაგნოზი, რომ ეს ხელისუფლება არის შეუფერებელი, რომ მართავდეს ქვეყანას. არ შეიძლება მათ ჰქონდეთ სახელმწიფო სადავეები და იღებდნენ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, იმიტომ, რომ არაფერს სასიკეთოს ასეთი ტიპის არაპროფესიონალური მართვა არ მოუტანს", - განაცხადა კახიძემ.

ცნობისთვის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველომ" შეისწავლა მოქმედი გენერალური პროკურორის და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის შალვა თადუმაძის იურიდიულ განათლებასთან დაკავშირებული საკითხები და მის დიპლომთან დაკავშირებით არაერთი შეუსაბამობა გამოავლინა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფასდაკლებული პროდუქტის სამთავრობო პორტალი ჩაირთო
გვარაკიძე: კვლავ მკაცრი იყო პროკურატურის პოლიტიკა ოჯახურ დანაშაულზე, ყველას პატიმრობას ვითხოვდით
საქმე ეხება ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობას - დაკავებულია 17 პირი
რუსეთის კიდევ შვიდ რეგიონში ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დაწესდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics