14:26 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-08 15:20:14, 2001 ნახვა

კომენტარი
კალაძე: ტაქსების გაძვირება ნორმალურია - თუ შეიქმნება პრობლემა, იქნება ახალი ავტობუსები და მეტრო

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ტაქსების რეფორმის მთავარი ამოცანა კომფორტული სერვისი, სისუფთავე და ავტომობილის უსაფრთხოებაა.

რაც შეეხება ტარიფის გაძვირებას, დედაქალაქის მერმა აღნიშნა, რომ ეს ნორმალურია და მათ, ვისთვისაც საკითხი პრობლემას წარმოადგენს, საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა ურჩია.

"ხდება ტაქსების რეფორმა და ტაქსების მოწესრიგება. მთავარი ამოცანაა, რომ ვინც სარგებლობს სერვისით, მისთვის იყოს კომფორტული, იყოს სუფთა მანქანა, ახალი მანქანა, უსაფრთხო ავტომობილი, რაც მთავარი და მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში ამან შეიძლება გამოიწვიოს ტაქსის გაძვირება და ეს ნორმალურია. თუ ვინმესთვის იქნება პრობლემა, იქნება ახალი ავტობუსები, რითაც შეეძლებათ გადაადგილება, იქნება მეტრო, განახლებული სადგურებით და რეაბილიტირებული ვაგონებით", - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფასდაკლებული პროდუქტის სამთავრობო პორტალი ჩაირთო
გვარაკიძე: კვლავ მკაცრი იყო პროკურატურის პოლიტიკა ოჯახურ დანაშაულზე, ყველას პატიმრობას ვითხოვდით
საქმე ეხება ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობას - დაკავებულია 17 პირი
რუსეთის კიდევ შვიდ რეგიონში ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დაწესდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics