|
2019-10-07 15:45:03, 1531 ნახვა
საზოგადოება
კალაძე - ინფორმაცია, თითქოს 27 000 ტაქსის მძღოლი დავტოვეთ სამსახურის გარეშე, სიმართლეს არ შეესაბამება
"გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს 27 000 ტაქსის მძღოლი ჩვენ დავტოვეთ სამსახურის გარეშე, სიმართლეს არ შეესაბამება", - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. როგორც კალაძემ აღნიშნა, ასეთი ტიპის ინფორმაციას კონკრეტული პოლიტიკური პარტიები ავრცელებენ. "ციფრები მინდა მივაწოდო საზოგადოებას, რადგან კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მხრიდან მცდარი ინფორმაციის გავრცელება ხდება. რეფორმის ფარგლებში კანონით გათვალისწინებულია ვალდებულება, რომ კერძო ავტომობილებმა ტექდათვალიერება გაიარონ. ტაქსის მძღოლი, რომელიც მოდის გასაწევრიანებლად A თუ B კატეგორიაში, რა თქმა უნდა, მას უნდა ჰქონდეს ავტომობილზე ტექდათვალიერება გავლილი, სამწუხაროდ, დაახლოებით 30%-მა, ვისაც ლიცენზია ჰქონდა, მიღებული ტექდათვალიერება ვერ გაიარა. თუმცა მათ აქვთ შესაძლებლობა ავტომობილები მწყობრში მოიყვანონ და შეუძლიათ აირჩიონ შესაბამისი კატეგორია. დაახლოებით 6000 -ზე მეტი მძღოლი არის გაწევრიანებული და აქვს A კატეგორიის ლიცენზია. 9 000 -მდე კი B კატეგორიაშია გაწევრიანებული. მიზანმიმართულად ხდება ინფორმაციის გავრცელება თითქოს 27 000 ტაქსის მძღოლი ჩვენ დავტოვეთ სამსახურის გარეშე, ეს ინფორმაცია არის სიცრუე. არ დაუჯეროთ ამ ცრუ ინფორმაციის გამავრცელებლებს", - განაცხადა კახა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)