16:49 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-07 14:39:06, 2060 ნახვა

რეგიონი
ფრიდონ ფუტკარაძე კულტურის ცენტრის თანამშრომლებს შეხვდა

მომავალი წლის ბიუჯეტის დაგეგმვის მიზნით შუახევის მერი ფრიდონ ფუტკარაძე ორგანიზაციების თანამშრომლებს ხვდება.

პირველი სამუშაო შეხვედრა ხელმძღვანელმა, მოადგილესთან რუსუდან შავაძესთან ერთად დღეს კულტურის ცენტრის თანამშრომლებთან გამართა.

შეხვედრას კულტურის ცენტრის ადმინისტრაციული სამსახური, ცენტრთან არსებული ანსამბლის წევრები, საბიბლიოთეკო და სამუზეუმო განყოფილებისა და მოსწავლე -ახალგაზრდობის სახლის თანამშრომლები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ შუახევის კულტურის ცენტრის ბიუჯეტი 2017 წლიდან დღემდე 140 ათას ლარამდე გაიზარდა და 2019 წლისთვის 580 ათას ლარს შეადგენს, 25 %-ით გაიზარდა დასაქმებულების ხელფასი. შეძენილი იქნა ანსამბლებისთვის მუსიკალური ინსტრუმენტები და ბიბლიოთეკები შეივსო საბავშვო და თანამედროვე ლიტერატურული წიგნებით. გაიხსნა დღვანის ბიბლიოთეკა. ოლადაურის ეთნოგრაფიულ მუზეუმს მიენიჭა არჩილ მაკარაძის სახელი. შუახევის მერიის ინიციატივით შეიქმნა საექსპედიციო ჯგუფი, რომლის საშუალებითაც შეისწავლეს სოფელში არსებული მუსიკალური ოჯახები, ინდივიდუალური შემსრულებლები, ნიჭიერი ახალგაზრდები, სახალხო მთქმელები , ფოლკლორული ნიჭით დაჯილდოებული ადამიანები. გაფორმდა მემორანდუმი საქართველოს გალობის უმაღლეს სასწავლებელს, ფონდ ,,ქართული გალობასა“ და ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრთან, რომელიც ხელს შეუწყობს ფოლკლორული ანსამბლების, ლოტბარების გადამზადებას, უძველესი ფოლკლორული სიმღერების დამუშავება-შესწავლას. მათ შორის ერთერთი მაგალითია - ,,ერთი ხეობის ფოლკლორი - ჭვანა“. კულტურის ცენტრთან არსებული ქორეოგრაფიული თუ ვოკალური ანსამბლები მონაწილეობას ღებულობენ სხვადასხვა ქვეყნის ფესტივალსა და ფოლკლორულ ღონისძიებებში.

სამუშაო შეხვედრაზე თანამშრომლებმა მიღწევებთან ერთად, ისაუბრეს კულტურის ცენტრში არსებულ პრობლემებსა და გამწვევებზე.

ფრიდონ ფუტკარაძემ კულტურის სფეროში დასაქმებულებს მადლობა გადაუხადა გაწეული საქმიანობისთვის, მათ მიერ დასახელებული საკითხების მოგვარებაში და სამომავლო გეგმების განხორციელებაში მხარდაჭერას დაჰპირდა.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი ჰერჩინსკიზე: ჩვენს ისტორიაში ბნელი იყო უცხო ძალების გამუდმებული მცდელობა „ჩახუტებით გავეგუდეთ“
სუს: თანხების მითვისება-გაფლანგვისთვის დაკავებულია „კოდორიჰესების“ დეპარტამენტის უფროსი
პრინცი ჰარი მოულოდნელი ვიზიტით კიევს ეწვია
კობახიძემ თქვა, რომ რუბიოსთან დახურულ თემეზე ისაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics