15:47 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-07 13:51:33, 1471 ნახვა

საზოგადოება
„ეს ყველა ქალის ბრძოლაა“ - პროკურატურასთან თამთა თოდაძის მხარდამჭერი აქცია დაიგეგმა

გენერალურ პროკურატურასთან სავარაუდოდ სექსუალური და ფიზიკური ძალადობის მსხვერპლის, თამთა თოდაძის მხარდამჭერი აქცია გაიმართება, - ამის შესახებ ინფრომაცია Facebook-ში გავრცელდა. 

აქციის ორგანიზატორი ქალთა მოძრაობაა. 

"დღეს 19:00 საათზე მთავარ პროკურატურასთან გაიმართება თამთა თოდაძის მხარდამჭერი აქცია. მთავარი პროკურორისაგან მოვითხოვთ სამართლიანი გამოძიების წარმართვას და დეპუტატ ილია ჯიშკარიანისათვის დაუყოვნებლივ ბრალის წაყენებას. ეს არ არის მხოლოდ თამთას ბრძოლა, ეს ყველა ქალის ბრძოლაა საქართველოში! შემოგვიერთდით! სოლიდარობა თამთას!", - წერია აქციის ანონსში. 

ცნობისთვის, საქმე ეხება "ქართული ოცნების" საკრებულოს დეპუტატის ილია ჯიშკარიანის მიერ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტს. კერძოდ, სექსუალურ ძალადობაში ჯიშკარიანს მისი თანაშემწე თამთა თოდაძე ადანაშაულებს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 3 მუხლით დაიწყო. 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
ყირიმში მასშტაბური ტყის ხანძარი გაჩნდა
სიკორსკიმ გააკრიტიკა პოლონეთის რეაქცია „თეთრი არწივის ორდენის“ სკანდალზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics